რძის საერთაშორისო კონგრესი კავკასიაში

 

 

 

 

რეგისტრაცია

 

წლის მთავარი მოვლენა სამხრეთ კავკასიის მერძევეობის სექტორში,  - რძის პირველი კონგრესი კავკასიაში - ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპის რძის კონგრესის ფარგლებში, 2017 წლის 14 მარტს, თბილისში

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ 200-მდე ფერმერი და სპეციალისტი  რძის გადამამუშავებელი საწარმოებიდან, კომპანიების წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორების ჩათვლით,ასევე მთავრობის წარმომადგენლები.

კონგრესის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და შესაძლებლობებს მერძეული მესაქონლეობის განვითარებისათვის, უკრაინელი კოლეგებისგან, რომლებიც, უკვე დღეს ახდენენ თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. აგრეთვე გამოცდილებას გააზიარებენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების წარმატებული ფერმების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

ღონისძიებაზე შეჯამდება FAO/EBRD საერთო პროექტის, “სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით” მიმდინარეობა, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია პროექტის შედეგებზე, ასევე რეკომენდაციები საქართველოში მერძეული ბიზნესის სამომავლო განვითარებისათვის.

მეორე დღის განმავლობაში - 15 მარტს  - ყველა მონაწილეს საშუალება ექნება ესტუმროს საქართველოს მერძეულ ფერმებს, სადაც წარმატებითაა დანერგილი რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. ექსკურსიას გაუძღვებიან უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტები.

რძის საერთაშორისო კონგრესი კავკასიაში იქნება პლატფორმა დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

 

comments powered by Disqus