ხბოებზე ზრუნვის თავისებურებები ზამთარში

ხბოების მოვლის თავისებურებებზე დამოკიდებულია პირუტყვის ზრდისა და განვითარების ტემპები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკურნალობაზე გაწეული დანახარჯების რაოდენობა. ზამთარი უკვე დაიწყო, ამიტომ დროა ფერმერებმა გადახედონ ხბოების მოვლის პროგრამას ფერმებში და შესაბამისად მოემზადონ ცივი ამინდებისთვის.

აი რას გვირჩევენ ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტი მორის ესტრიჯი ნაშრომში სახელწოდებით „მერძეული ხბოების მენეჯმენტი ზამთრის თვეების განმავლობაში“

დაბადებიდან დედის რძით კვების შეწყვეტამდე

ხბოების კვებაზე მოდის ფერმის მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 30%, დაბადებიდან დედის რძით კვების შეწყვეტამდე პერიოდი კი ყველაზე ხარჯიანია. ამ დროს ხბოები ყველაზე მეტად დაუცველები არიან დაავადებები მიმართ, ერთ ერთეულზე მშრალი ნივთიერების დანახარჯები კი დიდია. ცნობილია, რომ ზამთარში ხბოებს მეტი ენერგია სჭირდებათ სიცივისგან გამოწვეული სტრესის გამო (ახალდაბადებულთათვის ტემპერატურის ქვედა კრიტიკული ზღვარია - 9 გრადუსი ცელსიუსი, უფროსებისთვის კი  - 0 გრადუს ცელსიუსი). გადაცივება თავის მხრივ ზრდის დაავადებების რისკს. სამწუხაროდ, თუ ზამთარში არ უზრუნველვყოფთ პირუტყვს დამატებითი ენერგიით, ხბოების სიკვდილიანობა იზრდება ზრდის ტემპები კი ეცემა.

ზამთარში ხბოების უკეთესი ზრდისა და განვითარებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სტრატეგია. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მათგანი.

  • თუ იყენებთ რძის შემცვლელს, ის უნდა შეიცავდეს არანაკლებ 20% ცხიმს (ნედლ ნივთიერებაში).
  • მყარი ნივთიერებების შემცველობა ნარევში, რომელიც მომზადებულია შემცვლელის ბაზაზე, შეიძლება გავზარდოთ 12,5%-დან 16%-მდე (125 გრ.-დან 160 გრ.-მდე ერთ ლიტრში).
  • საკვების მიწოდების რაოდენობა დღეში უნდა გავზარდოთ ორიდან სამამდე, მაგრამ საკვების რაოდენობა დავტოვოთ უცვლელი.
  • შეიძლება რძის რაოდენობის გაზრდა ერთ მიწოდებაზე, მაგალითად 2-დან 3 ლიტრამდე ორჯერ დღეში.
  • შეათავსეთ ეს სტრატეგიები ისე, რომ მომცრო ზომის ჯიშის ხბოებმა (მაგალითად ჯერსი) მიიღონ მინიმუმ 600 ფრამი ნედლი ნივთიერება ყოველდღიურად (რძის შემცვლელი შეიცავს დაახლოებით 95% ნედლ ნივთიერებას; მოუხდელი რძე - 13% ნედლ ნივთიერებას) და 140 გრამ ცხიმს, დიდი ზომის ჯიშის ხბოების კი (მაგალითად ჰოლშტეინი) – 900 გრამ ნედლი ნივთიერება და 230 გრამი ცხიმი.
  • ზემოთ ჩამოთვლილი თხევადი საკვების გარდა ხბოებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ხარისხიან კომბინირებულ საკვებზე და წყალზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ზამთარში შეიძლება წარმოიშვას წყალთან დაკავშირებული პრობლემები ყინვის გამო.

ჰიპოთერმია (გადაცივება) - ყველაზე დიდი საფრთხეა ახალდაბადებული ხბოებისთვის, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მათი შენახვის პირობები, კვება და დასალევით უზრუნველყოფა როგორც ჰიპოთერმიის თავიდან აცილების მთავარი ფაქტორები. ჰიპოთერმიის რისკის შესამცირებლად უნდა იზრუნოთ შემდეგზე:

  • ხბოებისთვის განკუთვნილი გალიები განათავსეთ ფერმის იმ ნაწილში სადაც კარგი სადრენაჟე სისტემაა (დიდი მნიშვნელობა აქვს დახრას და ხრეშისგან გაკეთებულ ფუძეს), ასევე დარწმუნდით რომ გალიის წინა ნაწილში არ არის ქარი.
  • ქვეშ-საფენი უნდა იყოს მშრალი და ორგანული წარმოშობის (სასურველია თივა). ასეთი საფენი მეტად ინარჩუნებს სითბოს, არაორგანულთან შედარებით. ნოტიო საფენი ასევე ცივია.
  • თუ ხბოების გასათბობად ვიყენებთ ჟილეტებს, მოამზადეთ ისინი წინასწარ - უნდა იყოს მთელი და სუფთა.

დედის რძით კვების შეწყვეტის პერიოდი

წლის სეზონის მიუხედავად ხბოები, რომელთაც მიაღწიეს შესაბამის ტექნოლოგიურ პარამეტრებს, თანდათან უნდა გადავაჩვიოთ დედის რძეს. მაგალითისთვის, შეიძლება შევამციროთ მიღების რაოდენობა სამიდან ორამდე ან ორიდან ერთამდე კვირის განმავლობაში. ხბოებს ზრდიან ჯგუფებად, 6-8 სულიანი ერთიდაიმავე ზომის ხბოები. ასევე ამ პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ სხვა სტრესული ფაქტორები - ვაქცინაცია ან რქების მოშორება.

შენახვის პირობები

ზამთრის პერიოდში ხბოების შენახვას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ ჰაერი უნდა მოძრაობდეს თავისუფლად და არ უნდა იყოს გამჭოლი ქარი, ცხოველები კი დაცული უნდა იყვნენ მკვეთრად ცვალებადი ამინდებისგან. ზამთარში ცხოველები უფრო ხშირად ავადმყოფობენ რესპირატორული დაავადებებით, ჰაერის ძლიერი ან პირიქით სუსტი მოძრაობის გამო სადგომში. ამიტომ საჭიროა მუდმივად ვადევნოთ თვალი სუნთქვას და ხველებას. ცხოველებს რომელთაც ინახავენ ღია სადგომებში, უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ქარისაგან ბუნებრივად ან ხელოვნურად დაცულ ზონაზე. ასევე ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა შემოწმდეს წყლით მომარაგება, უნდა იზრუნოთ რომ წყალი არ გაიყინოს, საკვებურების ზონა კი არ უნდა იყოს მოყინული.

ხბოების გაზრდა

წყარო:milkua.info

 

93

 

comments powered by Disqus