ხონის მუნიციპალიტეტში ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები დაფიქსირდა

გასულ კვირას, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსული დაავადება ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები დაფიქსირდა.

ადგილობრივების განცხადებით შემთხვევების ნაწილი ლეტალურად დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე უკვე ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ავალიანის განცხადებით დაავადების პრევენციისათვის აუცილებელია ფერმერების ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში, გარდა ამისა, უნდა მოხდეს პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო ხსნარებით, რადგან ნოდულარული დერმატიტი ვირუსული დაავადებაა რომელიც გადააქვთ მწერებს.

ნოდულარული დერმატიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულებზე:

http://georgiandairy.org/ka/post/ra-unda-vitsodet-nodularuli-kvandzovani-dermatitis-shesakheb

http://georgiandairy.org/ka/post/nodularuli-dermatiti-da-misi-preventsia

http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4658.pdf

მასალის გამოყენების პირობები

228

 

მსგავსი

comments powered by Disqus