ლუდის ანარჩენი სასოფლო სამეურნეო ცხოველების კვებაში

ლუდის ანარჩენი - საკვებია, რომელსაც დიდი უპირატესობები გააჩნია. მას თავისი  ფასეულებები აქვს, იგი მდიდარია საკვები ნივთიერებებით.

ლუდის ანარჩენის შესახებ მასალები  საკმაოდ შეზღუდულია - აღნიშნული სტატია შეიცავს ინფორმაციას სამ სხვადასხვა წყაროდან.

წყარო №1: ანარჩენის  მომწოდებლების გერმანული კავშირი (Deutsche Treber Union)

ლუდის ანარჩენი გამომდინარე თავისი მაღალი კვებითი ღირებულებით და განსაკუთრებული ფასეულობით წარმოადგენს დამხმარე ინგრედიენტს ცხოველების კვებაში.

უპირატესობები:  

  • შეიცავს დიდი რაოდენობითხარისხისიან ცილას, ფაშვში ცილის დაბალი დეგრადაცია (გახსნა);
  • შეიცავს იგივე რაოდენობის ენერგიას, როგორც კონცენტრირებული საკვები;
  • გააჩნია ბუნებრივი აქტიური ნივთიერებების მაღალი შემადგენლობა;
  • ზრდის  ძირითადი საკვების მოხმარებას;
  • არის დამბალანსირებელი საკვები;
  • დიეტური საკვებია;
  • ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა;

ლუდის ანარჩენის კვებითი ღირებულება მეწველი და მეხორცული პირუტყვისთვის 

საკვების შეფასების სისტემა: ლაქტაციის სუფთა ენერგია (NEL-მეგაჯოულებში), ცვლადი ენერგია (ME-მეტაბოლური ენერგია მეგაჯოულებში).

მშრალი ნივთიერება რაოდენობა ნედლი სახით მიწოდებისას საშუალოდ მერყეობს 21 -დან 31%-მდე,  რაც დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხზე  და წარმომავლობაზე.

ცხრილი 1. საკვების ღირებულება 1 კგ მშრალი ნივთიერებაზე.

მაჩვენებელი

ლუდის ანარჩენი სილოსირება 1)

ლუდის ანარჩენი ახალი მონაცემები 2)

(ME), მჯ

11,2

11,4

(NEL), მჯ

6,7

6,8

ნედლი პროტეინი(XP), გრ

249

260

ფაშვში არახსნადი პროტეინი (UDP), გრ

97

159

ათვისებადი პროტეინი (nXP),გრ

185

229

ფაშვში აზოტის ბალანსი (RNB), გრ. აზოტი

+10

+5

1) საკვები ცხრილი ДЛГ, რქოსანი პირუტყვი, 1997

2) ID-DLO Lelystad ინსტიტუტის ჰოლანდიური კვლევა 

დასილოსებული ლუდის ანარჩენის უპირატესობები

  • ლუდის ანარჩენს აქვს დიეტური მოქმედება, აფერხებს  და კურნავს   კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს; იგი აბსოლუტურად დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე.
  • მისი რეგულარული  გამოყენება  წველადობაზე  პოზიტიურ გავლენას ახდენს;
  • სახორცე პირუტყვის გამოკვებისას ლუდის ანარჩენის გამოყენება საგრძნობლად ზრდის პირუტყვის საშუალო დღიური წონამატს;
  • დასილოსებული ლუდის ანარჩენის 1 კგ მშრალი ნივთიერება საკვები ღირებულების მიხედვით შეესაბამება 1 კგ 25%-იან ნედლი პროტეინის შემცველობის მეწველი ფურებისთვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებს და ლაქტაციის სუფთა ენერგიის  6,7მჯ-ს;

ლუდის ანარჩენის დასილოსება

ეს არის კონსერვაციის მარტივი და იაფიანი გზა, რაც მოითხოვს შემდეგი პირობების დაცვას:

  • დასილოსების კონტეინერების სწრაფი შევსება  (შესაძლოა 200 ტ-მდე 2 დღეში);
  • შესაძლებელია ბეტონზე დასილოსება;
  • აუცილებელია, რომ დაიხუროს  სათანადოთ პოლიეთილენის ცელოფნით რათა გამორიცხული იყოს ჰაერის შეღწევა , ამისათვის უკვე გამზადებულ გადაფარებულ დასასილოსებელ მასას ზემოდან   აყრიან ქვიშას  ან საბურავებს  ალაგებენ და ა.შ.
  • აუცილებელია,  უზრუნველყოფილი იქნეს საკვების  სწრაფი  ამოღება სილოსის ტრანშეებიდან ;
  • სილოსის ტრანშეების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მეტრს (შეძლებისდაგვარად);

დასილოსებული ლუდის ანარჩენის მოხმარების ნორმები

ცხრილი 2. დასილოსებული ანარჩენის გამოყენების ნორმები დღეში ერთ სულ პირუტყვზე

მეწველი ძროხები

5-10 კგ

სახორცე საბუღეები და სარემონტო მოზარდი

 15 კგ -მდე

ცხვრები

0,5-3 კგ

დედა ღორები და სასუქი ღორები

2,5 კგ-მდე, გამომდინარე რაციონიდან

წყარო №2: ინჟ. გეორგ მიტერბაუერი , ზედა ავსტრიის სოფლის მეურნეობის პალატა

მეწველი ძროხების გამოკვება  ლუდის ანარჩენით

ლუდის ანარჩენი – შუალედური პროდუქტია ლუდის წარმოების და წარმოადგენს „კონცენტრატს“ რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. მისი პირუტყვის საკვებად გამოყენება შესაძლებელია, როგორც  ნედლი ასევე დასილოსირებული და მშრალი სახით.

ნედლი  ლუდის ანარჩენის შემოტანა ფერმაში უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთჯერ კვირაში, უკეთეს შემთხვევაში კი ორჯერ უახლოესი ლუდის საწარმოდან. წელიწადის თბილი პერიოდის განმავლობაში  საკვები (პროდუქტი) ფუჭდება რამდენიმე დღის მანძილზე (საფუარის დონის ზრდის და ობის გამო). შრომითი ხარჯები შედარებით მაღალია (ყოველკვირეული მიწოდება). ლუდის ანარჩენი  კარგად ინახება  პოლიეთილენის კონტეინერებში. ძროხებს აღნიშნულ  საკვებს  ხშირად  ხელით უნაწილებენ.

დასილოსებული ლუდის ანარჩენი

 

ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება  სამუშაო დროის ეფექტურობის თვალსაზრისით. დასილოსება ხდება მცირე და საშუალო ზომის სილოსის ტრანშეებში. ლუდის ანარჩენი  საკმაოდ ცუდად  ექვემდებარება დასილოსების პროცესს. დასილოსების გაუმჯობესება ხდება  4.3%  შაქრის ჭარხლის გადამუშაბევის შემდგომ ანარჩენი შუალედური პროდუქტის დამატებით, რაც საკვებში შაქრის შემცველობას ზრდის. გარდა ამისა, აუცილებელია ზედაპირის  დამუშავება ჭიანჭველის ან  პროპიონის  მჟავით (0,5 ლიტრი / კვ. მ). ასევე  ზედაპირზე  მარილის თხელი  ფენის გამოყენება  აუმჯობესებს  კონსერვაციის ეფექტს.  რის შემდგომაც აუცილებელია ჩადებული მასის სათანადოდ დაფარვა პოლიეთილენის ცელოფნი. სასილოსე ტრანშეის ზომები უნდა შეესაბამებოდეს ყოველდღიურად მოსახმარებელი საკვების რაოდებობას რათა თავიდან აცილებულ იქნას საკვების მეორადი გადახურების პროცესი. ულუფის ყოველდღიურად გამოტანის სისწრაფე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 სმ-ს

მშრალი ლუდის ანარჩენი

ეს პროდუქტი იყიდება საკვები ნედლეულის ბაზარზე, მაგრამ სიძვირის გამო იშვიათად არის ხელმისაწვდომი . რადგანაც   ხარჯები მშრალი ლუდის ანარჩენის მომზადებაზე  მაღალია.

ლუდის ანარჩენის გამოყენება მეწველი ძროხების კვებაში

- გრილ ადგილას  შენახვის  უზრუნველყოფა (სილოსის ტრანშეა არ უნდა განთავსდეს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ);

- სწორი რაოდენობა: მეწველი ძროხებისათვის მაქსიმალური რაოდენობა - დღეში ერთ სულზე მშრალი ნივთიერების დაახლოებით 1,5 კგ -ია , რომელიც დაახლოებით შეადგენს  6 კგ ნედლ ლუდის ანარჩენს. ცდებმა აჩვენეს რომ რაც უფრო მეტია პროდუქტის მოხმარება მით უფრო მცირდება რაციონის საერთო მოხმარება.  ლუდის ანარჩენის რაოდენობა უნდა   შეესაბამებოდეს  ნახირის პროდუქტიულობის დონეს.

·         ძროხები, რომლების პროდუქტიულობაა 15 დან 20 ლიტრამდეა იღებენ დაახლოებით  3 კგ ლუდის ანარჩენის

·         ძროხები, რომლების პროდუქტიულობაა 21 დან 30 ლიტრამდე  იღებენ დაახლოებით  4-5 კგ ლუდის ანარჩენის

·         ძროხები, რომლების პროდუქტიულობაა 30  ლიტრზე მეტია იღებენ დაახლოებით  6 კგ ლუდის ანარჩენის. ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნას რაციონის ხარისხი და ძირითადი საკვები კომპონენტების შემადგენლობა რაციონში. ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად არის რეკომენდირებული რაციონის ზუსტი გაანგარიშება.

  • ·         ცილა ლუდის ანარჩენში არის სტაბილური.  იგი შეიცავს მაღალი წილით ასათვისებელ პროტეინს რომელის ათვისებაც ძირითადად (50 %-ით) წვრილი ნაწლავების მიერ ხორციელდება.

·         ლუდის ანარჩენი უხდება ისეთ რაციონს რომელიც  დიდი რაოდენობით ენერგიას შეიცავს, როგორიცაა სიმინდის სილოსი და ასევე სუფთა ბალახის რაციონი;

·         სტრუქტურული ნახშირწყლების  მაღალ წილს  აქვს დადებითი გავლენა  ფაშვის ფიზიოლოგიაზე, და როგორც ცილის ძირითად წყაროს გააჩნია დიარეის საწინააღმდეგო ეფექტი .

ლუდის ანარჩენი  კარგად შეეფერება ჯამურად შერეულ რაციონს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკვების ნაწილი წინასწარ ერთმანეთშია შერეული . ასეთ შემთხვევაში, ძირითად საკვებს  ურევენ  კონცენტრატებს წინასწარ და შერეული საკვები ინახება სილოსის ტრანშეაში ორი ან სამი თვის განმავლობაში. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს ფერმერს, რომ დროულად და დიდი რაოდენობით   შემოზიდოს  ანარჩენი  ლუდის საწარმოდან  და ჩართოს ჯამურად შერეულ რაციონში.

წყარო №3: ინტერნეტ პუბლიკაცია 02.10.2009. ჟურნალი  რძის მწარმოებლებისათვის "ელიტა"

კონცენტრატების ჩანაცვლება ლუდის ანარჩენით

ლუდის ანარჩენი წარმოადგენს მაღალი სტაბილურობის მქონე ცილების ნედლეულს ფაშვში ყოველი რაციონისთვის მაშინ როდესაც სოიას ფასი საკმაოდ მაღალია. საკვებად  ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში, 10-12 კგ/სული/დღე შესაძლებელია 2.4 კგ კონცენტრირებული საკვების ეკონომია დღიურად ერთ სულზე

გერმანიაში ყოველწლიურად იწარმოება  2 მლნ ტონა ლუდის ანარჩენი. ეს არახსნადი ქერის ან ხორბლის ალაოს ნაწილია  . მიუხედავად ამისა, ცილის შემადგენლობა  უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე  ცილიან  ნედლეულში როგორიცაა სოიო ან რაფსი - ლუდის ანარჩენი  არის სუფთა ცილის შემადგენლობის საკვები.

ანარჩენი გამოირჩევა  ფაშვში მაღალი სტაბილურობით. ნედლი დაუშლელი ცილის წილი შეადგენს 40% და მეტია ვიდრე  რაპსის და სოიოს პროდუქტებში. ცილის შემადგენლობა ლუდის ანარჩენში შეადგენს მშრალ ნივთიერების 245 გრ/კგ. ხორბლის მარცვლისგან წარმოებული ლუდის ანარჩენი შეიცავს საშუალოდ 5%-ით მეტ ნედლ პროტეინს ვიდრე ქერისა (286 გრ/კგ მშრალი ნივთიერება და შესაბამისად 235 გრ/კგ მშრალი ნივთიერება

 ლუდის  ანარჩენში B ვიტამინების კომპლექსის შემადგენლობაა  რომლის წყალობით ეს საკვები დადებით გავლენას ახდენს  ცხოველთა ჯანმრთელობაზე, იგი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კვებით სტრატეგიებში.

ცხრილი 3. საკვები ნივთიერებების შემადგენლობ ლუდის ანარჩენში

მონაცემები

ახალი ლუდის ანარჩენი

დასილოსებული ლუდის ანარჩენი

მშრალი ნივთიერება (/კგ  ახალი მასის)

211

235

ნედლი პროტეინი (ცილა) (გრ/კგ მშრალი ნივთიერება)

260

263

ნედლი ცხიმი (გრ/კგ მშრალი ნივთიერება)

80

84

ნედლი უჯრედანა (გრ/კგ მშრალი ნივთიერება)

155

153

ათვისებადი პროტეინი (nXP, (გრ/კგმშრალი ნივთიერება)

196

ცვლადი ენერგია (მჯკგ მშრალი ნივთიერება)

11,4

სუფთა ენერგია(მჯ/კგმშრალი ნივთიერება)

6,8

ლუდის  ანარჩენი ფერმაში შემოტანისას  ან მაშინვე უნდა იქნეს ცხოველების მიერ ათვისებული  ან უნდა მაშინვე დასილოსდეს . აღნიშნულიდან გამომდიანრე შესაძლებელია , რომ თავიდან იქნეს აცილებული   საკვების  გაფუჭება. კონსერვირებას კი აქვს გარკვეული უპირატესობები, ასე მაგალითად  ზაფხულში, როდესაც   ლუდს მეტი მოხმარებელი ყავს , და მისი წარმოება იზრდება შესაბამისად პარალელურად ლუდის ანარჩენის წარმოებაც იზრდება, ამის ფონზე შესაძლებელია გაკეთდეს მარაგი და თავის დროზე  ლუდის ანარჩენს დაედოს სარფიანი ფასი.  ლუდის ანარჩენი - ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ბევრ წყალს (21-23% მშრალი ნივთიერებაა). მისი გაშრობა  არ არის მიზანშეწონილი, როგორც ეკონომიკური ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

როგორც წესი მეწველ  ძროხებს აძლევენ  დაახლოებით 10 კგ ლუდის ანარჩენს ზოგიერთ შემთხვევაში  15 კგ - მდე ერთ სულზე დღეში.  ლუდის ანარჩენის გამოყენებისას შესაძლებელია, რომ კონცენტრატებზე გაკეთდეს ეკონომია განსაკუტრებით ძვირადღირებულ ცილოვან ნედლეულზე. სულზე დღიურად 10-12 კგ გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია 2.4 კგ კონცენტრატის  ეკონომია დღეში ერთ სულზე.

   სილოსის - ბალახის რაციონი ლუდის ანარჩენთან ერთად წარმოდგენილია შემდეგი სახით:

·         ბალახის სილოსი 15 კგ

·         სიმინდის სილოსი 20 კგ

·         თივა 1 კგ

·         ლუდის ანარჩენი 10 კგ

·         რაპსი შროტი (ანარჩენი) 1,2 კგ

ეს რაციონი განკუთვნილია  26 კგ-ზე.

ლუდის ანარჩენის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ კონცენტრირებულ საკვებთან განსხვავებით გააჩნია  პოზიტიური სტრუქტურული მოქმედება . რაციონის ზუსტი ბალანსირებისთვის საჭიროა მომწოდებლისგან მიღებული საყუათო ნივთიერებების დეკლარაციის გამოყენება.

ლუდის  ანარჩენის ეკონომიკური ღირებულება უნდა განისაზღვროს  რაციონების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სოიას შროტის ფასი  ერთ ტონაზე  - 325 ევროა, ხორბლის ფასი -  125 ევრო  ტონაზე , ხოლო ლუდის ანარჩენის ფასია 5.5 ევრო ცენტნერზე (ბაზისურია გადამუსავებადი პროტეინის და ენერგიის მაჩვენებლები) . საყურადღებოა! ლუდის საწარმოები, რომლებიც ლუდის ანარჩენს სთავაზობენ ფერმერებს , უნდა იყვნენ დარეგისტრირებული როგორც  საკვები ნედლეულის   მიმწოდებლები.

738

 

comments powered by Disqus