მედია ტური საქართველოს მეცხოველეობის სექტორის შესახებ

28-30 სექტემბრის განმავლობაში გაიმართა მედია ტური საქართველოს მეცხოველეობის სექტორის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აგრარული სექტორით დაინეტერესებული ჟურნალისტები როგორც თბილისიან ასევე რეგიონებიდან.

მედია ტურის განმავლობაში ჟუნალისტები ესტუმრნენ ინტენსიურ ფერმებს კახეთის რეგიონში და მოისმინეს სემინარი საქართველოს მერძევეობის სექტორის შესახებ, ასევე პროფესიული ლექცია აგრო ჟურნალისტებისთვის Agravery.com-ის მთავარი რედაქტორისგან, ნატალია გუზენკოსგან.

29-30 სექტემბერს ჟურნალისტების ჯგუფი ორ-ორ სხვადასხვა ფერმას ესტუმრა ყვარელსა და თელავში. მათ შორის იყვნენ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ინტენსიური სარძეო ფერმა “ყვარლის ბაგა” და პირველი ბიო რძის ფერმა “შირაქი +”, ასევე მსხვილი ინტენსიური ფერმა სოფელ ფშაველში “შტორი” და შედარებით მცირე ფერმა ყვარელში, რომელიც ექსტენსიური წარმოებიდან ინტენსიურზე გადასვლის მაგალითს წარმოადგენს.

ადგილზე ჟურნალისტები ინტენსიური ფერმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ფერმის მფლობელებმა და სპეციალისტებმა ისაუბრეს საკვებმომარაგების, პირუტყვის მოვლის, რძის მიღებისა და შენახვის სპეციფიკაზე ინტენსიურ ფერმებში. მედია ტურის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე ფერმის წარმომადგენლებისგან.

მედია ტურის მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის რძის თანამედროვე, ინტენსიური წარმოების  გაცნობა, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მუშაობის შედეგების ჩვენება მისი წევრი ფერმების მაგალითზე.

მედია ტურის ორგანიზატორები იყვნენ: პროექტი „სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“, რომელსაც ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა, განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირის EU4Business ინიციატივა, ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა (NAITS), რომელსაც ახორციეებენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ასევე საქართველოს მერძევეობის ასოციაცია და  უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია.

მასალის გამოყენების პირობები


 

137

 

მსგავსი

 

ექსპერტების აზრით ევროპამ ხორცის და რძის პროდუქტების წარმოება უნდა გაანახევროს

2050 წლისთვის ხორცის და რძის პროდუქტების წარმოება ევროპ...

რძისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში - ახალი კვლევა

დღეს, სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა საქართველოსა დ...

comments powered by Disqus