Mercy Corps-ი რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარს“ FDA-ს შემოწმებისთვის საწარმოს მომზადებაში დაეხმარება

 

FDA-ს (Food and Drug Administration - ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) სპეციალისტები 27 მაისს აშშ-ში ყველის ექსპორტიორი კომპანიების წარმოების პროცესის შესამოწმებლად ჩამოვლენ. ამერიკელი ექსპერტები კომპანიების შესაბამისობის მონიტორინგისთვის საქართველოს 4 დღიანი ვიზიტით ესტუმრებიან.

რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარი“ FDA-ს ექსპერტების შემოწმების გასავლელად აქტიურ რეჟიმში მზადებას მარტის ბოლოდან დაიწყებს: „ადრე ვიცოდით, რომ 2 დღით ჩამოდიოდნენ, მაგრამ უახლესი ინფორმაციით ექსპერტები 27 მაისს გეწვევიან და 4 დღე დარჩებიან. ისინი ჩაერთვებიან მთლიანად პროცესში. შეამოწმებენ როგორ მოდის რძე, როგორ მუშავდება, პროცესების უბრალო გადახედვით არ დაკმაყოფილდებიან“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ცეზარ კახაძე.

შუამავალი კომპანიის საშუალებით რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვიურად 3-დან 4 ტონამდე ყველს აგზავნის. ეს საწარმო აშშ-ში ქართული ყველის უმსხვილესი ექსპორტიორია, სწორედ ამიტომ ამ კომპანიის მონიტორინგი ამერიკელი სურსათის უვნებლობის სპეციალისტების ინტერესში შედის.

ცეზარ კახაზე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corps“-ს დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ ამ საპასუხისმგებლო შემოწმებისთვის მომზადება: „მერსი ქორი“ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. რომ არა ეს ორგანიზაცია, ჩვენ როგორც ბიზნესი გავქრებოდით. ადრე მეც კუსტარული მეწარმე ვიყავი. „მერსი ქორი“-ს დახმარებით ჯერ შიდა ბაზარზე გავედით საუკეთესო პროდუქციით, შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გავცდით. ამ თვეში, მაღალი ალბათობით, ხელი მოეწერება გრანტის ხელშეკრულებას. მიღებულ თანხას მთლიანად ქარხნის შესაბამისობაში მოყვანას მოვახმართ. ეს გრანტი საშუალებას მოგვცემს, რომ ამერიკული  მკაცრი კონტროლი გავიაროთ. როდესაც თავს გავართმევთ ამ პროცესს, ეს კარგი იქნება, როგორ ჩვენი კოომპანიის, ასევე მთელი საქართველოსთვის, რადგან ამ შემთხვევში ამერიკული ბაზრის საექსპორტო ფანჯარა ღია დარჩება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც, რომლებიც იქ ექსპორტირებას გადაწყვეტენ“, - აღნიშნავს კახაძე.  

 

449

 

მსგავსი

comments powered by Disqus