„მერსი ქორი“ -ს დახმარებით „წინწყარო +“ რძისა და რძემჟავა პროდუქტების წარმოებას დაიწყებს

 

რძის გადამამუშავებელი საწარმოწინწყარო +“  უახლოს ხანში რძის ჩამოსხმასა და რძემჟავა ფორდუქტების წარმოებასაც დაიწყებენ, ამისთვის ინფრასტრუქტურა უკვე გამზადებული აქვთ და თამამედროვე დანადგარების დამონტაჟებას ელოდებიან.

„წინწყარო +“ წელიწადნახევრის წინ საერთაშორისო ორგანიზაციამერსი ქორი“ - დახმარებით შეიქმნა. საწარმოს დღის განმავლობაში 8 ტონამდე რძის გადამუშავება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ნედლეულის სიმცირის გამო საშუალოდ 2 ტონა რძეს გადაამუშავებენ. ძირითადად ნადუღს, კარაქსა და ყველის მრავალფეროვან ასორტიმენტს ამზადებენ, რითაც მარკეტებისმადაგონისადაზღაპრისქსელში შედიან. საწარმოს წარმადობის სრულიად ასათვისებლად და სტაბილურობისთვის დამფუძნებლები საკუთარი მერძევეობის ინტენსიური ფერმის შექმნაზეც ფიქრობენ.

„ჩვენ უკვე შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება. საწარმოს ის ნაწილი კეთილმოვაწყვეთ, სადაც რძის ჩამოსხმას და ასევე რძემჟავა პროდუქტების გაკეთებას ვაპირებთ. ახლა ჯერი დონორებზეა, მათი დახმარებით ჩამოგვაქვს თანამედროვე დანადგარები და მათი დამონტაჟების შემდეგ უკვე წარმოებას მალევე დავიწყებთ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ საწარმოში და ასეთი მონდომების გამო წინ მივიწევთ“, - ამბობს საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ზეინაბ აბულაძე.

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სიფელ წინწყაროში შექმნილმა რძის გადამამუშავებელისაწარმო ქართული რძის ნიშანი უკვე მიიღო და ამ მარკეტების ქსელში ამ ბრენდული აღნიშვნით შედის. როგორც დამფუძნებლები ამბობებ, ქართული რძის ნიშანმა მათი სანდოობაც გაზარდა და მომავალში ეს კომპანიის გაყიდვებზე უფრო მეტად აისახება.

 

 

214

 

მსგავსი

 

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფ...

 

comments powered by Disqus