მესაქონლეობის პროდუქტების წარმოება გაცილებით ნაკლები გამოწვევაა გლობალური სურსათის უსაფრთხოებისთვის

როცა საუბარია მსოფლიოში მოსახლების მზარდ რიცხოვნობაზე და მათ უზრუნველყოფაზე საკმარისი საკვები ნივთირებებით, წინ მრავალ დაბრკოლებას ვაწყდებით. მოსახლეობის შემოსავლების და ურბანიზაციის პროცესის ზრდასთან ერთად, მათი მოთხოვნა ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობა იზრდება, მესაქონლეობა განიხილება როგორც რესურსების გადინება, რადგან მას ჭირდება დიდი რაოდენობით საკვები, რომელიც შეიძლებოდა ადამიანს გამოეყენებინა, რათა აწარმოოს შედარებით ნაკლები რაოდენობის ხორცი.

ახალი ნაშრომი, რომელიც ჟურნალ Global Food Security-ში გამოქვეყნდა მესაქონლეობას სურსათის გლობალური მიწოდებისთვის ნაკლებ დაბრკოლებად განიხილავს, ვიდრე ეს ადრე იყო. უფრო მეტიც, კონკრეტული წარმოების სისტემები ხელს უწყობენ გლობალურ სურსათის უსაფრთხოებას, რადგან ისინი აწარმოებენ უფრო მაღალი ღირებულების საკვებ ნივთიერებებს ადამიანებისთვის, როგორიცაა პროტეინი, ვიდრე მოიხმარენ.

FAO-ს მესაქონლეობის პოლიტიკის წამყვანი მკვლევარის ანნა მოტეტის განცხადებით მისთვის პრესას ხშირად მიუმართავს თხოვნით ესაუბრა გარემოზე მესაქონლების ნეგატიურ ეფექტებზე.

“ამგვარი განცხადებების კეთებისას გავაანალიზე, რომ ადამიანები მუდმივად იღებენ არასწორ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც გადამოწმების გარეშე ხდება, კონკრეტულად კი პირუტყვის საკვების შესახებ. დღეისათვის არ არსებობს ოფიციალური და სრული საერთაშორისო ბაზა იმაზე, თუ რითი იკვებება მსხვილფეხა პირუტყვი. ეს ნაშრომი კი ამ ინფორმაციის შევსებას, კანონმდებლებისთვის და საზოგადოებისთვის, მათი უკეთ ინფორმირების მიზნით, გადამოწმებული ფაქტების მიწოდებას ემსახურება.”

მიუხედავად სასურსათო სისტემების გაუმჯობესებისა, ადამიანები კვლავ შიმშილობენ. მხოლოდ 2015 წელს, დაახლეობით 800 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო განიცდიდა საკვების ნაკლებობას. ცხოველური წარმოშობის საკვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანების გამოკვებაში და წარმოადგენენ ადამიანისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების საუკეთესო წყაროს.

ხორცი საერთო კალორიების 18%-ს და პროტეინის მოხმარების 25%-ს შეადგენს და უზრუნველყოფს ადამიანს საჭირო ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინი B12, რკინა და კალციუმი. მესაქონლეობა იყენებს დიდი რაოდენობით ისეთ საძოვრებს სადაც სხვა წარმოება არ არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალ ნაწილში მესაქონლეობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის დაცულ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

მიუხედავად ამ დადებითი გავლენისა, პირუტყვის შენახვა ხშირად განიხილება როგორც არაეფექტური სისტემა, რადგან ცხოველები იღებენ საკვებს რომელიც შეიძლება ადამიანს მიეღო. ადრინდელ რამოდენიმე ნაშრომში, ხშირად აღნიშნულია  რომ 1 კგ ხორცის საწარმოებლად საჭირო მარცვლეულის რაოდენობაა  - 6-20 კგ.

ამ მაღალი მაჩვენებლების საპირისპიროდ, ახლანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ მხოლოდ 3 კგ. მარცვლეულია საჭირო 1 კგ. ხორცის საწარმოებლად. ნაშრომი ასევე გვიჩვენებს განსხვავებას წარმოების სისტემების და სახეობების მიხედვით. მაგალითისთვის, იმის გამო რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყენებს საძოვარს და ფურაჟს, მას ადამიანის საკვებიდან მხოლოდ 0.6 კგ. პროტეინი ჭირდება იმისათვის, რომ აწარმოოს 1 კგ. პროტეინი ხორცისა და რძის სახით, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

დამატებით, კვლევამ განსაზღვრა რომ მესაქონლეობაში გამოყენებული საკვების 86% არ არის გამოსადექი ადამიანის საკვებად. ნაშრომში ნათქვამი რომ თუ არ მოხდება ამ საკვების ათვისება მესაქონლეობაში, ეს “ნარჩენები” სწრაფად გადაიქცევა გარემოს დაცვის პრობლემად, რადგან ადამიანების რაოდენობა სწრაფად იზრდება და ისინი მოიხმარენ უფრო და უფრო მეტ გადამუშავებულ საკვებს. მკველვარებმა ასევე გამოიკვლიეს მიწის მოხმარება და ნახირის მენეჯმენტი.

“მედია ხშირად აშუქებს თუ როგორ შეუძლია მომხმარებლის არჩევანს ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას, მაგალითად ვეგეტარიანული დიეტით, თუმცა მესაქონლეობისთვის საჭირო საკვებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება,” აღნიშნავს მოტეტი.

მესაქონლეობის პროდუქტების წარმოება სწრაფად იზრდება რადგან მოთხოვნა ცხოველურ საკვებზე იზრდება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. FAO-ს შეფასებით, მსოფლიოს გამოსაკვებად 70%-ით მეტი ცხოველური პროდუქტი დასჭირდება 2050 წლისთვის. შესაბამისად, გაიზრდება საჭირო მიწის ფართობიც თუ არ მოხდება პირუტყვის საკვების ეფექტური წარმოება.

ასეევე მნიშვნელოვანია წამოების მეორადი პროდუქტების ცხოველის საკვებად გადამუშავების გაუმჯობესება და მარცვლეულის მოსავლიანობის გაზრდა.

წყარო: www.thedairysite.com

 

54

 

comments powered by Disqus