მეცხოველეობის სატატისტიკა საქსტატის 2016-2020 წლების სტარატეგიულ გეგმაში

 

პირუტყვის სულადობის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების (საშუალო მაჩვენებლების ჩათვლით), ნამატისა და დაცემის შესახებ ინფორმაციის წყაროა სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევა. მონაცემები პირუტყვის სულადობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების შესახებ ქვეყნდება კვარტალურად (გარდა მეფუტკრეობისა).

პირუტყვის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის) წლიური რაოდენობა მოცემულია ათასი სულით, ხოლო ფუტკრის – ათასი სკით. მონაცემები ხელმისაწვდომია რეგიონის დონეზეც. მეცხოველეობის პროდუქციის წლიური წარმოება მოიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველისა და სხვა ხორცს, ასევე, რძეს (ცხვრისა და თხის რძის ჩათვლით), კვერცხს, მატყლსა და თაფლს. ყველა ეს მონაცემი აგრეთვე რეგიონის დონეზეა ხელმისაწვდომი. კვარტალურად ქვეყნდება მონაცემები ხორცის (აგრეგირებული), რძისა და კვერცხის შესახებ ქვეყნის დონეზე. ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა (ლიტრი/წელი) რეგიონების მიხედვით და საშუალო ნაპარსი ერთ ცხვარზე (კგ/წელი) რეგიონის მიხედვით ქვეყნდება ყოველწლიურად.

საქსტატი ასევე აწარმოებს წლიურ მონაცემებს ხბოსა და ზაქის ნამატის შესახებ, ხბოსა და ზაქის საშუალო ნამატის შესახებ 100 დედა პირუტყვისაგან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის შესახებ, გოჭის ნამატის შესახებ, გოჭის საშუალო ნამატის შესახებ 100 დედა ღორზე, ღორის დაცემის შესახებ, თიკნისა და ბატკნის ნამატის შესახებ, თიკნისა და ბატკნის საშუალო ნამატის შესახებ 100 დედა პირუტყვისგან, ცხვრისა და თხის დაცემის შესახებ რეგიონების მიხედვით.

278

 

მსგავსი

 

პირუტყვის ხორცს სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქტებიდან მეორე ადგილი უკავია

 

2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდ...

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად, საქართველოში რძის წარმოება იზრდება

 

ქვეყანაში წარმოებული რძის რაოდენობა იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სა...

 

comments powered by Disqus