მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში უფრო ნაკლები რძის პროდუქტი შემოვიდა ვიდრე შარშან

 

2019 წლის მაისში, რძის პროდუქტების იმპორტმა საქართველოში 5.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1%-იანი წლიური ზრდაა. ექსპორტი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს: გასულ თვეში საქართველომ 0.24 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რძის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა. პირველი ხუთი თვის ჯამში შეიძლება ითქვას რომ წინა წელთან შედარებით, რძის პროდუქტების იმპორტი შემცირებულია, ექსპორტი კი გაზრდილი.

მონაცემთა წყაროები: საგარეო ვაჭრობა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გაცვლითი კურსი - საქართველოს ეროვნული ბანკი

2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

  • რძის პროდუქტების იმპორტის მოცულობა (ნედლი რძის ექვივალენტში) 8%-ითაა შემცირებული
  • იმპორტი ლარში გაიზარდა, დოლარში კი 5%-ით შემცირდა
  • რაც გაუარესებული კურსის დამსახურებაა
  • აშშ დოლარებში, ექსპორტიდან 85% კარაქსა და რძის ფხვნილზე მოდის, რაც სავარაუდოდ მთლიანად რე-ექსპორტია
  • 50%-ითაა გაზრდილი ყველის ექსპორტი (0.15 მლნ აშშ დოლარამდე)

აღსანიშნავია რომ იმპორტის შემცირება (ნ.რ.ე-სა და დოლარში) ძირითადად კარაქისა და რძის ფხვნილის იმპორტის ვარდნამ განაპირობა. 2019 წლის იანვარ-მაისში, 2018-თან შედარებით მხოლოდ 3 პროდუქტის იმპორტმა იმატა, ესენია: ყველი, რძე, ნაღები.

საინტერესოა რომ ასევე პირველი ხუთი თვის ჯამში:

  • ფხვნილისა და კარაქის იმპორტი შემცირდა წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 9.1 და 13%-ით
  • ამ ორ პროდუქტს რძის პროდუქტების იმპორტში 58% უჭირავს, რომელიც შემცირებულია: -4 პროცენტული პუნქტი შარშანდელთან
  • ფხვნილის იმპორტი ნ.რ.ე-ში 8.2%-ით შემცირდა (5 თვის ჯამში)
  • და 36 მლნ კილოგრამს გაუტოლდა
  • აქედან რე-ექსპორტზე მხოლოდ 2 მლნ კილოგრამი გავიდა
  • 34 მლნ კილოგრამი კი საქართველოში დარჩა

აღსანიშნავია რომ 2019 წლის მაისში საქართველოში იმპორტირებული ფხვნილის ღირებულება (CIF) საშუალოდ 2.11 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც შარშანდელზე 19%-ით ძვირია, სხვაობა ლარებში კი +33%-ია. ფხვნილის ეს ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია გასულ 4 წელიწადში.

163

 

მსგავსი

 

„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაა...

თელავური ყველის საწარმო „შუამთა“ ქართული რძის ნიშანს ფლობს