მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვებნარევში  მშრალი ნივთიერების სწრაფად დასადგენად 15%-ზე მეტი მშრალი ნივთიერების შემცველობით. რამდენ ხანს უნდა ვაშროთ დამოკიდებულია  ნიმუშის მთავარი შემადგენლის ტენიანობაზე. სქელი ღეროები და სიმინდის ტაროს ნაწილები შრება დიდხანს..   

ხელსაწყოები და მასალები:

- მიკროტალღური ღუმელი გალღობის ფუნქციით

- ჭიქა წყლით

- სასწორი ±1 სიზუსტით

- შედეგების დაფიქსირების ჟურნალი

სამუშაოების მიმდევრობა:

მიკროტალღოვან ღუმელს ვდგამთ განიავებად და მშრალ ოთახში.

საკვების ტენიანობაზე დამოკიდებულებით ავიღოთ 50 გრ (უფრო ტენიანი საკვების შემთხვევაში) ან 100 გრ (ნაკლებად ტენიანის) მასალა გრამის სიზუსტით და ჩავიწეროთ ჟურნალში.

გავანაწილოთ მასალა თეფშზე თანაბრად.

საკვების ტენიანობაზე დამოკიდებულებით ჩავრთოთ ღუმელი გალღობის რეჟიმში 15 წუთიდან 45 წუთამდე. ძალიან მშრალი მასალის შემთხვევაში ღუმელში უნდა დავდგათ ჭიქა წყლით.

ავწონოთ ნიმუში. თუ მასალა მასზე დაწოლისას იფშვნება და ტყდება, მაშინ ის ბოლომდე გამოშრა. ძალიან არაჰომოგენური მასალის შემთხვევაში, მაგალითად სიმინდის სილოსის, ზოგიერთი მისი მსხვილი ნაწილები შესაძლებელია ბოლომდე არ იყოს გამომშალი. ასეთი ნაწილები უნდა ავიღოთ ხელში, მოვუჭიროთ ხელი და გავსინჯოთ, დარცა თუ არა მასში ტენი. თუ ისინი მშალი არაა, გავიმეოროთ გახურება კიდევ ხუთიდან ათ წუთამდე.

ისევ ავწონოთ

თუ წონა აღარ იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ნიმუში გამოშრა ბლომდე. თუ ცვლება, უნდა შევდგათ ღუმელში კიდევ ხუთი წუთით.

მშრალი ნივთიერების რაოდენობა გამოთვლა პროცენტებში.

მშრალი ნივთიერების პროცენტი = გამომშრალი მასალის წონა გრამებში х 100 / თავდაპირველი მასალის წონა გრამებში

თუ თეფში ავწონეთ საკვებთან ერთად, მაშინ გასაგებია, მისი წონა უნდა გამოვაკლოთ:

მშრალი ნივთიერების პროცენტი = (გამომშრალი მასალის წონა გრამებში - თეფშის წონა გრამებში) х 100 / თავდაპირველი მასალის წონა გრამებში

135

 

მსგავსი

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით – 2020-VII

 

ივლისში იმპორტირებული რძის პროდუქტის რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა....

უკრაინა - კრიზისით გამოწვეული პოზიტიური ცვლილება

 

უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია კრიზისის პოზიტიურ მხარეზე საუბრობს: უკრაინა...

როგორ გამოვთვალოთ საქონლის სადგომის ფართობი

საქონლის სადგომის ფართობი გამო...

 

comments powered by Disqus