ნედლი და აღდგენილი რძე - ნოემბერი

ნოემბერში იმპორტირებული ფხვნილის საშუალოთვიური ღირებულება შემცირდა, თუმცა აღდგენილი რძის ღირებულებამ ლარებში მაინც მოიმატა: საქართველოში შემოტანილი რძის ფხვნილის ფასი დოლარში 1.37%-ით შემცირდა, მაგრამ ამავდროულად დოლარი საშუალოდ 6.9%-ით გაძვირდა - საბოლოო ჯამში რძის აღდგენა უფრო ძვირი გახდა.

წყარო: GeorgianDairy.org, ფინანსთა სამინისტრო (იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა)

შემცირებული ადგილობრივი რძის წარმოების გამო, მეოთხე კვარტალში, როგორც წესი საგრძნობლად მატულობს რძის ფხვნილის გამოყენება; შესაბამისად, ახლა ბაზარზე რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქციის წილი გაზრდილია და რადგან დოლარის გაძვირების გამო მოიმატა რძის ფხვნილის იმპორტის ღირებულებამ, სავარაუდოდ ფხვნილით დამზადებული პროდუქციის რაოდენობის მატებასთან ერთად, საბოლოო მომხმარებლისათვის გაიზრდება ამ პროდუქციის ფასებიც.

რა თქმა უნდა ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობიდან გამომდინარე გაძვირებულია ნედლი რძის ფასებიც, აღდგენილი რძის ღირებულება და ნედლი რძის ფასები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

წყარო: GeorgianDairy.org, ფინანსთა სამინისტრო (იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა)

მასალის გამოყენების პირობები

533

 

მსგავსი

 

პირველი იანვრიდან 140 კგ-მდე მსქვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის #592 დადგენილებით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტე...

 ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ

 

ქართული რძის ნიშნის პრეზენტაცია 22 იანვარს,  14:00 საათზე, თბილისში, სასტუმ...

მერძევე ფერმერი გიორგი ბიკაშვილი დარგის პრობლემად კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მიიჩნევს

ფერმერი გიორგი ბიკაშვილი 25 წელია დედოფლისწყაროში მერძევეობის ბიზნეს მისდევს. 2015 წელს  150...

 

comments powered by Disqus