ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 02-04-19

 

GeorgianDairy-ს რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის მიხედვით, გასულ კვირაში 1 ლიტრი ნედლი რძის ფასმა ფერმის კართან შინამეურნეობებისთვის საშუალოდ 0.92 ლარი, ხოლო ექსტენსიური ფერმერული მეურნეობებსთვის კი - 0.95 ლარი შეადგინა.

ქართული რძის სექტორისთვის 2019 წელი გასულ წელზე უფრო მაღალი ფასებით დაიწყო, თუმცა სეზონურ კლებასთან ერთად, ნედლი რძის ფასები შარშანდელ დონემდე ჩამოვიდა. მარტის ბოლოსთვის, შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების ნედლ რძეზე არსებული საშუალო ფასები შარშანდელისას უტოლდება.

29 მარტის გამოკითხვის მიხედვით:

  • მინიმალური ფასი 0.80 ლარი დაფიქსირდა
  • ექსტენსიური ფერმების რძე 85% შემთხვევებში 1 ლარად ან უფრო ნაკლებად რეალიზდება
  • შინამეურნეობების რძის 1 ლარზე ძვირად ჩაბარება პრაქტიკულად აღარ ხდება
  • ორივე ჯგუფისთვის, გამოკითხულთა 70-75% აცხადებს რომ ლიტრ ნედლ რძეს 0.90-1.00 ლარად ყიდის (ყიდულობს)

აქვე აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ინტენსიური ფერმები ნედლი რძისთვის კვლავ მაღალსა და წლის განმავლობაში სტაბილურ (არა-სეზონურ) ფასებს იღებენ. ხარისხიანი რძის სტაბილურ მიწოდებაზე მოთხოვნა წელსაც ძალიან მაღალია და გრძელვადიანი კონტრაქტების პრაქტიკა (რომელიც წლის განმავლობაში რძეზე სტაბილურ ფასს უზრუნველყოფს) წელსაც გაგრძელდება.

126

 

მსგავსი

 

5 მაღალპროდუქტიული ძროხით დაწყებული მერძევეობა და რეკორდული წველადობა

 

ზაზა ხაჭაპურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ტკოცაში თანამედროვე ფერმის...

რძის პროდუქტების დღგ-სგან  გათავისუფლებას აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

 

15 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატ...

ნედლი რძის დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან  - ინტერვიუ აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილთან

 

ბოლო დროს არის შემთხვევევბი, როდესაც მედიაში ქართული ნედლი რძის მძიმე მეტალებით...