ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 11-03-2020

 

ნედლი რძის ფასების პიკმა გადაიარა და მწარმოებლებმა ფასების სეზონური შემცირება დაიწყეს, თუმცა რძე უფრო ძვირი ღირს ვიდრე შარშან როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ჭრილში. თუ ჩავთვლით რომ რძის მწარმოებელთა უმეტესობა მიღებულ შემოსავლებს სურსათში ხარჯავს, მივიღებთ რომ რძის გაძვირება პრაქტიკულად მხოლოდ სურსათის გაძვირებას ფარავს.

გასულ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ექსტენსიური ფერმებისა და შინამეურნეობებისთვის:

  • საშუალო ფასი ლიტრზე 1.17 ლარია (+16% წინა წელთან)
  • მინიმალური ფასი 1 ლარია
  • ფასების 80% 1 ლარზე მაღალია (1 წლით ადრე ის 30% გახლდათ)
  • ფასების 75% 1.05-1.30 ლარის ფარგლებშია

ინფლაციის გამოქვითვით (-6%), ნედლი რძის წლიური რეალური გაძვირება დაახლოებით 10%-ია. ეს ნიშნავს რომ თითოეული ლიტრი ნედლი რძის გაყიდვის შემდეგ, რძის მწარმოებლებს საშუალოდ 10%-ით მეტი სხვა პროდუქტის შეძენა შეუძლიათ ვიდრე ერთი წლით ადრე. თუ დავუშვებთ რომ მწარმოებელთა უმეტესობა რძიდან მიღებულ შემოსავალს სურსათზე ხარჯავს (რომელიც 13%-ით არის გაძვირებული), მაშინ მათ თითო ლიტრი რძის რეალიზაციით მხოლოდ 3%-ით მეტი სხვა პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ ნაცვლად 10%-ისა. თუ აქვე ვივარაუდებთ რომ რძის წარმოების შემცირება 2020 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა, მაშინ დიდია ალბათობა რომ საერთო ჯამში, რძის მწარმოებლებს რეალიზებული რძიდან (სულ და არა 1 ლიტრიდან) მიღებული შემოსავლებით უფრო ნაკლები სურსათის ყიდვა შეეძლოთ.  

შეიძლება ითქვას რომ ბაზარი კვლავ მიგვითითებს: მხოლოდ ფასებით ფერმერი არ მდიდრდება – ამისთვის წარმოების მოდერნიზებაში ინვესტირებაა საჭირო.

 


მონაცემთა წყაროები:

ნედლი რძის ფასები - GeorgianDairy.org

ინფლაცია - Geostat.ge

 

213

 

მსგავსი

 

ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანს...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სა...

რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლ...