ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-10-19

 

GeorgianDairy-ს მიერ ჩატარებული „რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვის“ მიხედვით, ქართული ექსტენსიური ფერმები და შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 1.10 ლარად აბარებენ.

აღნიშნული ჯგუფისთვის[1]:

  • მინიმალური ფასი 0.90 ლარი ფიქსირდება
  • მაქსიმალური კი - 1.35
  • ფასების 70% 1.00 ლარზე მაღალია
  • 65% კი - (1.00-1.20] ლარის დიაპაზონში ხვდება
  • მინიმალური ფასი 10% შემთხვევებში შეგვხვდა
  • 1.20 ლარზე მაღალი ფასი კი - ასევე 10%-ში

თუ ერთი წლით ადრე გამოკითხული ფასების 75% 1.00 ლარი ან ნაკლები იყო, ახლა ამ დიაპაზონში მხოლოდ 30% მოხვდა. წლიდან წლამდე, ქართულ ექსტენსიურ ფერმებსა თუ შინამეურნეობებში, ნედლი რძე საშუალოდ 0.13 ლარით (13%-ით) გაძვირდა. ინფლაციის მიმდინარე ტემპების გათვალისწინებით (დაახლოებით წლიური 6%), მივიღებთ რომ ნედლი რძის ფასებმა ფერმის კართან მოიმატეს რეალურ გამოხატულებაშიც.

 

 

[1] რომელიც საქართველოს რძის წარმოებაში კვლავ 90%-ზე მეტს იკავებს

128

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...