ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 26-06-2020

 

შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების ნედლი რძე წლიურ გაძვირებას აგრძელებს. ფასები უპრეცენდენტოდ მაღალია. ბოლო წლებში, მათი ზრდის მიზეზი მიწოდების მხარეს არსებული პრობლემებია, რომლებსაც ახლა გლობალური კრიზისიც დაემატა. ფასის ზრდა ხშირად გადარჩენის მექანიზმად გამოიყენება - თუმცა ამით საბოლოო მომხმარებელი ზარალდება.

  • შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 0.80 ლარად აბარებენ
  • კომერციული ექსტენსიური ტიპის ფერმები კი - 1.00 ლარად
  • ასეთი მაღალი ფასები წელიწადის ამ დროს უპრეცენდენტოა
  • ასევე უპრეცენდენტოა მსგავსი დიდი სხვაობა ორი ჯგუფის ფასებს შორის - კომერციულმა ექსტენსიურმა ფერმებმა ბევრად უფრო მაღალი ფასის მიღება შეძლეს ვიდრე შინამეურნეობებმა
  • რაც კომერციული მერძეული სექტორის უპირატესობებით აიხსნება:
    • უფრო მარტივი ლოგისტიკა - მეტი რძის შეძენის შესაძლებლობა ერთი ფერმიდან ვიდრე ერთი შინამეურნეობისგან
    • შედარებით მაღალი ხარისხი
    • მეტი გავლენა ფასის ფორმირებაზე
  • მიმდინარე წელს პირველად ვხვდებით ივნისის თვეში 1.00 ლარზე მაღალ ფასებს
  • კომერციულ ექსტ. ფერმებისთვის, შემთხვევათა 40%-ში რძე 1.10 ლარზე ძვირად იყიდება
  • შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე გაძვირებულია ორივე ჯგუფში
    • შინამეურნეობებში 5%-ით
    • კომერციულ ექსტ. ფერმებში კი - 13%-ით
  • ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე, რძის მწარმოებლები იძულებულნი არიან ფასები აწიონ თავიანთ პროდუქტზეც, ან დატოვონ ბაზარი
  • ზრდისთვის ნედლი რძის ბაზარს პირველადი მწარმოებლის პროდუქტიულობის გაუმჯობესება უფრო და უფრო მეტად სჭირდება
285

 

მსგავსი

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით – 2020-VII

 

ივლისში იმპორტირებული რძის პროდუქტის რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა....

უკრაინა - კრიზისით გამოწვეული პოზიტიური ცვლილება

 

უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია კრიზისის პოზიტიურ მხარეზე საუბრობს: უკრაინა...

როგორ გამოვთვალოთ საქონლის სადგომის ფართობი

საქონლის სადგომის ფართობი გამო...