ნედლი რძის ფასი შარშანდელს ვერ აჭარბებს, ფხვნილი კი კვლავ იაფია

 

ექსტენსიური ფერმებისა და შინამეურნეობებისაგან რძის ჩაბარების გაძვირება ივნისიდან დაიწყო, რაც გასაკვირი სულაც არაა: წარმოება სეზონურად მცირდება, რაც ნედლ რძეზე ფასების ზრდას იწვევს.  საქმე იმაშია რომ ფასები შარშანდელს არ აღემატება, რძის ფხვნილი კი მნიშვნელოვნად გაიაფდა.

21 სექტემბრის გამოკითხვის მიხედვით, კილოგრამი ნედლი რძის საშუალო ფასმა 88 თეთრი შეადგინა როგორც ექსტენსიური ფერმებისთვის, ისე შინამეურნეობებითვის.

 

 

ფასების დაახლოებით 60% 80 თეთრიდან 1 ლარამდე ფარგლებში ხვდება, მაქსიმალური ფასი 1 ლარი დაფიქსირდა, მინიმალური კი 70 თეთრი. აღსანიშნავია რომ 1 წლით ადრე კი საშუალო ფასი დაახლოებით იგივე იყო რაც წელსაა და ეს დიდი ალბათობით შინამეურნეობებზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს რამოდენიმე მიზეზის გამო:

  • დაბალი შემოსავლების გამო შინამეურნეობები მნიშვნელოვან ინვესტირებას ვერ ახდენენ რძის წარმოებაში რის გამოც მათი მოგება მნიშვნელოვნად ვერ იზრდება
  • წლიური ინფლაცია რძის წარმოებიდან მიღებულ შემოსავლებს ამცირებს და თუ მოგება წლიდან წლამდე ვერ იზრდება, ინფლაცია მას დამატებით ამცირებს რადგან მიღებული მოგებით შინამეურნეობას უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია (რადგან სხვა პროდუქცია გაძვირდა)

მიმდინარე წელს, კურსის ცვალებადობის მიუხედავად, საქართველოში იმპორტირებული რძის ფხვნილი სტაბილურად შარშანდელზე იაფი ღირს. აგვისტოსთვის, ფხვნილი საშუალოდ 9%-ით გაიაფდა: 2017 წელს კილოგრამის იმპორტირება 4.7 ლარი ჯდებოდა, 2018 წელს კი 4.28 ჯდება, რათქმაუნდა ასე გაიაფებული ფხვნილი ადგილობრივ ფასებზე დადებითად ვერ იმოქმედებს.
რაც შეეხება იმპორტის მასშტაბებს - ის გაზრდილია როგორც მოსალოდნელი იყო:


პირველი 8 თვის ჯამში საქართველოში 5.81 მილიონი კილოგრამი რძის ფხვნილი შემოვიდა, რაც შარშანდელზე (5.23 მლნ კგ) 11%-ით მაღალია (1 კილოგრამი რძის ფხვნილით კი დაახლოებით 11 ლიტრი აღდგენილი რძე მიიღება).  იმპორტის ზრდას ადგილობრივი ბაზრის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უწყობს ხელს:

  • რძის უმეტესად დაბალი ხარისხი, დაბალი ცხიმიანობა
  • მიწოდების დაბალი მასშტაბები
  • რძის წარმოების წლიური შემცირება
  • რძეზე მაღალი ფასები (ხარისხის გათვალისწინებით)

აღსანიშნავია რომ ეს პრობლემები თითქმის არ ეხებათ პროფესიონალურ (ძირითადად ინტენსიურ) ფერმებს, რაც მსხვილ მწარმოებლებს იზიდავს, თუმცა რძის უდიდეს ნაწილს (90%-ზე მეტი 2017 წლის მონაცემებით) შინამეურნეობები ფლობენ, რომლებიც რომლებიც სამწუხაროდ წარმოების თანამედროვე მეთოდებით ვერ ხელმძღვანელობენ.

63

 

მსგავსი

 

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის...

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის სექტემბერი

​​​​

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობა სეზონურ შემცირებას...