ნივთიერება რომელიც შრატს უფრო ღირებულ პროდუქტად აქცევს

ერთი კილოგრამი რძის წარმოებისას მწარმოებელს მეორადი პროდუქტის სახით რჩება 9 კილოგრამამდე შრატი. გერმანული კომპანია “Hydrosol-ის” განცხადებით მათ ახალ სტაბილიზატორს - Stabisol JOC შეუძლია აქციოს შრატი ახალ, მომგებიან პროდუქტად.

დარჩენილი შრატის რაოდენობა შესაბამისად მაღალია ყველის მწარმოებელ ქვეყნებში. ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ 48 მილიონი ტონით წელიწადში, შემდეგ მოდის ბრაზილია, თურქეთი და რუსეთი 5-7 მილიონი ტონით.

თუ გავითვალისწინებთ ამ მოცულობებს, რომელიც სტაბილურად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში, მწარმოებლები აწყდებიან სირთულეს, რადგან შრატის განადგურება ისევე ხარჯიანია, როგორც მისი დეჰიდრატაცია.

გერმანული კომანია ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გადააქციონ შრატი ფართო მოხმარების ახალ პროდუქტად. მაგალითად კვეთის გამოყენების შემდეგ დარჩენილი შრატი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საბაზისო ნივთიერება პუდინგის მსგავსი დესერტებისთვის, სასმელებში, ფერმენტირებულ დესერტებში და არაჟანში.

შრატი შეიძლება გამოვიყენოთ ასევე იოგურტის ალტერნატივების შესაქმნელად.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ინტენსიური კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად მათ მიაღწიეს წარმატებას ინგრედიენტების ისეთი კომპლექტის შექმნაში, რომელიც შესაძლებელს ხდის შრატის მომგებიანად გატანას ბაზარზე.

იოგურტის მსგავსად შრატის ალტერნატივებსაც შეიძლება დაემატოს სხვა ინგრედიენტები, როგორიც არი გემოს და ფერის მიმნიჭებელი ინგრედიენტები, წარმოების პროცესის დასაწყისში, ან ხილის დანამატები პროდუქტის ჩამოსხმამდე.

წყარო: www.dairyreporter.com

110

 

comments powered by Disqus