ფასები ფერმის კართან - ოფიციალური სტატისტიკა

 

საქსტატის ოფიციალური და საბოლოო სტატისტიკის მიხედვით,  2017 წელს საქართველოში ფერმებზე მეცხოველეობის ყველა პროდუქტი გაძვირდა. პროცენტულად ყველაზე მცირე წლიური გაძვირება ქათმის ხორცზე დაფიქსირდა (+6%), ყველაზე დიდი კი - ღორის ხორცზე (+21%). 13%-იანი ფასების მატებით რძე მესამე ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტია, მეორე ადგილს კი კვერცხი იკავებს 14%-იანი გაძვირებით.

 

            2014-2016 წლებში რძე საშუალოდ 8 თეთრით გაიაფდა, 2017 წელს კი კლების ტენდენცია შეიცვალა და რძე ფერმებში 10 თეთრით გაძვირდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში კილოგრამი რძის ფასმა ფერმის კართან საშუალოდ 90 თეთრი შეადგინა.

აღსანიშნავია რომ საშუალო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონებს შორის:

გასულ წელს რძე ყველაზე ძვირი შიდა ქართლში ღირდა (1.38 ლარი), ყველაზე იაფი კი - სამცხე-ჯავახეთში (0.73 ლარი).  სხვაობა ყველაზე ძვირსა და ყველაზე იაფიან რეგიონებს შორის არ შეცვლილა და კვლავ 65 თეთრზე დარჩა; 2016 წლის ყველაზე ძვირიანი რეგიონი მცხეთა-მთიანეთი შიდა ქართლმა შეცვალა (1.38 ლარი); ყველაზე იაფიან რეგიონად კვლავ სამცხე-ჯავახეთი დარჩა.

ლარებში რძე ყველაზე მეტად რძე კახეთში გაძვირდა (+19 თეთრი), ყველაზე დიდი შემცირება მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა: -7 თეთრი.  

2017 წელს რძის გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა: ქვეყანაში რძეზე მოთხოვნა არ იკლებს, მისი წარმოება კი წლებია მცირდება. მიწოდების რაოდენობასთან ერთად, მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ხარისხი (რაც ფასის მატებას ხელს უშლის), თუმცა ბაზარზე პროფესიული ფერმების გაჩენა ხარისხის ამაღლებასა და  რძის სტაბილურ მიწოდებას თანდათანობით საფუძველს უდებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ როგორც წესი ასეთ ფერმებში რძე ადგილობრივ სტანდარტულ ფასებზე ძვირი ღირს, რაც ნაწილობრივ ფასების ზრდასაც კი განაპირობებს.

რეგიონების მიხედვით წველადობის, სულადობისა და წარმოების სტატისტიკას 2017 წლისთვის და მის ცვლილებას 2016 წელთან შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ რუქებზე:

 

 

 

414

 

მსგავსი

 

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის...

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის სექტემბერი

​​​​

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობა სეზონურ შემცირებას...