PepsiCo რუსეთმა რუბცოვსკის რძის პროდუქტების ქარხანაში ინვესტიცია განახორციელა

PepsiCo-მ სურსათისა და სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ რუსეთში, რუბცოვსკის რძის პროდუქტების ქარხანაში ორი საინვესტიციო პროექტი განახორციელა: შრატის გადამუშავების და ენერგო ეფექტურობის ამაღლების მიმართულებით.

საწარმოს შრატის გადამუშავების ნაწილში დამონტაჟდა ულტრა ფილტრაციის კომპლექსი რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს გადაამუშაოს შრატი. კომპლექსის მთლიანი წარმადობა დღეში 10 ტონა მშრალი რძის შრატის კონცენტრატია.

რუსეთიში, ბელარუსში, უკრაინაში, ტრანსკავკასიასა და ცენტრალური აზიაში PepsiCo-ს დირექტორმა ნილ სტაროკმა განაცხადა, რომ შრატის გადამუშავების განვითარება მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა, რომელიც ხელს შეუწყობს უნარჩენო წარმოების განვითარებას კომპანიაში.

მეორე ინვესტიცია ითვალისწინებდა საწარმოში ენერგო ეფექტურობის ამაღლებას, ინვესტიციის შედეგად საწარმო დღეში 2600 კუბურ მეტრს დაზოგავს.

PepsiCo-ს განცხადებით ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს საწარმო გახდეს ენერგო ეფექტური და შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე, რაც გაზრდის ადგილობრივების ცხოვრების ხარისხს.

წყარო: www.dairyreporter.com

62

 

მსგავსი

comments powered by Disqus