ფერმერებს სპეციალისტებმა პერსპექტიულ მარცვლეულ კულტურებზე ინფორმაცია სადემონსტრაციო ნაკვეთში გააცნეს

სამტრედიაში ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე გააცნეს.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშსდუკატოდაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშსდუკატოუკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატოდაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტაზრე 2,8 ტონაა. ის სიმინდის, სოიოს და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის საუკთესო წინამორბედია.

142

 

მსგავსი

 

ცვლილებები კოოპერატივების მხარდამჭერ პროგრამაში

 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამა...

სურსათის ეროვნული სააგენტო საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესის კერძო სექტორზე დელეგირებას იწყებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად,&nb...

დმანისში შვეიცარიული აგრარული კოლეჯი აშენდება

დღეს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა - კავკასიის“ პრეზე...

 

comments powered by Disqus