ფერმერული საქმიანობის გამო გიორგი ბარამიძემ ტელეოპერატორის კარიერა დათმო

 

გიორი ბარამიძე ახლა უკვე ახალბედა ფერმერია, თუმცა ცოტა ხნის წინ სატელევიზიო ოპერატორის კარიერა ჰქონდა, რომელიც სწორედაც ფერმერული საქმიანობის გამო დათმო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მშობლიურ სოფელ ტაძრისში დაბრუნებული ფერმერი ფიქრობს, რომ მომავალში ჯერსისი ჯიშის  მაღალპროდუქტიული საქონელი ეყოლება და მერძეულ და მეხორცულ მიმართულებას თანაბრად განავითარებს.


ახალგაზრდე ფერმერს ამ დროისთვის ადგილობრივი ჯიშის 10 მეწველი ფური ჰყავს. ლაქტაციის აქტიურ ფაზაში ამ ძროხების წველადობა საშუალოდ 10-12 ლიტრია. ახლო მომავალში ჯერ ისევ ადგილობრივი ჯიშის ძროხების სულადობის გაორმაგებას აპირებს, თუმცა, როდესაც ბიზნესის გაფართოების საშუალება მიეცემა,  ჯერსისი ჯიშის საქონელს მოიშენებს.

„ჯერ ადგილობრივი საქონელი უნდა გავაორმაგოთ, რადგან სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ არის. მიფიქრია შვიცებსა და ჰოლშტეინებზე მაგრამ, ყველაზე მეტად რაც მომწონს ჩვენი პირობებისთვის, ეს ჯერსის ჯიშის ძროხებია. ამ მიმართულებით გარკვეული ლიტერატურა წავიკითხე და მცოდნე ხალხსაც ველაპარაკე. ჯერსი მართალია სხვა მაღალპროდუქტიულებისგან განსხვავებით ცოტას იწველის, მაგრამ რძე უფრო ცხიმიანი აქვს, ამას გარდა, ეს ჯიში ასევე სახორცე მიმართულებითაც კარგად გამოყენებადია. იმისთვის რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს ჩემნაირმა ფერმერმა, დაბალპროცენტიანი კრედიტის აღება უნდა შეეძლოს, ასევე აუცილებელია პრაქტიკოსი მესაქონლე ფერმერის ტრენინგები. თერეტიკოსისგან განსხვავებით, ასეთი პრაქტიკოსებისგან ისეთ ნიუანსებს შევისწავლით, რაც ყოველდღიურობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს გიორგი ბარამიძე.

გიორგიმ საქონლისთვის შენობა-ნაგებობა თავისი სახსრებით ააშენა. მომავალში კი კიდევ სხვა შენობის აშენებას გეგმავს, სადაც იმ ძროხებს განათავსებს, რომლებსაც პერიოდულად დაიმატებს. ფერმერის თქმით, ეს ინფრასტრუქტურა მაღალ სტანდარტებს ვერ პასუხობს, თუმცა თანამედროვე ფერმების კონსტრუქციების შესახებ ინფორმაციას ფლობს და სამომავლოდ, როდესაც მაღალპროდუქტიულ ჯიშების შემოყვანას დაგეგმავს, მათთვის აუცილებლად თანამედროვე  შენობების შექმნაზეც იზრუნებს.

გიორგის გარდა ოჯახის კიდევ 5 წევრი ფერმერულ საქმიანობაშია ჩართული. საკვებ ბაზას თავადვე ამზადებენ. ტრაქტორსა და სათიბელას ფლობენ, რომლითაც 700 პრესის ოდენობის თივა ზამთრის სეზონისთვის უკვე მოიმარაგეს. საქონლის გამოსაკვებად სილოსის დამზადებაც სურთ, თუმცა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არქონის გამო, ამ სურვილის რალიზებას ჯერ-ჯერობით ვერ ახორციელებენ.

რძის ჩაბარებაზე კოპანიებთან არ თანამშრომლობენ. სახლის პირობებში იმერული ტიპის ყველს ამზადებენ და  ძირითადად ადგილზე ყიდიან, ზოგჯერ კი თავიანთ გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ყველს ბორჯომსა და თბილისში სახაჭაპურეებსა და მარკეტებში აბარებენ.

გიორგი ამბობს, რომ მალე სპეციალურ შენობას ააშენებს, სადაც ყველის მცირე საწარმო ექნება და თუ პირველ ეტაპზე HACCP-ს (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) ვერ დანერგავს, ეცდება, რომ ყველი ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვით აწარმოოს.

 

 

 

312

 

მსგავსი

 

თანამედროვე მერძეული ფერმის შექმნისთვის თემურ ღონღაძემ ფეხბურთელის კარიერა დათმო

 

თემურ ღონღაძე ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საკლ...

პეტრე ფეიქრიშვილმა მეცხოველეობის ფერმის განვითარებისთვის აგრეგატები თავად გამოიგონა

 

პეტრე ფეიქრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში უკვე ხუთი წელია, რაც მეს...

ფერმერმა კახა ავაზაშვილმა ახმეტაში თანამედროვე ჯიშებით დაკომპლექტებული ფერმა შექმნა

 

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში კახა ავაზაშვილი თანამედროვე მეცხოველეობის ფერმის...

 

comments powered by Disqus