ფერმრემა აბულაძემ ჰოლშტეინების სულადობა მიწების რეგისტრაციის პრობლემის გამო შეამცირა

 

გელა აბულაძე წალენჯიხელი ფერმერია, რომელმაც ორმოცდაათ სულიანი ჰოლშტეინის ჯიშით დაკომპლექტებული ფერმა   „შპს ლეგი“ 2012 წელს შექმნა. თუმცა მალევე ბარიერების წინაშე აღმოჩნდა.  ამ ეტაპზე მხოლოდ 11 სული მარალპროდუქტიული მეწველი ფური ჰყავს ფერმაში დარჩენილი. აბულაზე 6 წელია მის სარგებლობაში არსებული მიწების დარეგისტრირებას უშედეგოდ ცდილობს, თუმცა არ ნებდება და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მაინც მიაღწევს მიზანს და სულადობის გაზრდას ისევ შეძლებს.

„ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ 2012 წელს. სამას ორმოცდაათი ათასი დოლარი ჩავდეთ ფერმის შექმნაში. კოოპერატივისგან გამოვისყიდეთ 4 ჰექტარი მიწა და მასზე არსებული ფერმის შენობა-ნაგებობები, რომელიც ჩვენ მოთხოვნების შესაბამისად გავარემონტეთ. ამას გარდა, დავიმატეთ ეკალ-ბარდებად გადაქცეული 80 ჰექტარი მიწა, საიდანაც 20 ჰექტარი სრულიად გავწმინდეთ და სილოსისა და სენაჟის გასაკეთებლად ნედლეულის მოყვანა დავიწყეთ. ჩვენ მიერ შესყიდული მიწა კოოპერატივს გაფორმებული არ ჰქონდა  და ვერც ჩვენ შევძელით იმის გაფორმება, სახელმწიფომ ვერ გადაგვიჭრა ეს პრობლემა, ვერ იმ 80 ჰექტარის გაფორმება შევძელით, და რადგანაც მიწები არ გვქონდა საკუთრებაში, სამწუხაროდ დღემდე ვერცერთ საგრატო და სხვა დახმარების პროგრამებს ვერ მოვერგეთ. ამის გამო სულადობა შევამცირეთ, მაგრამ დღენდე იმედს არ ვკარგავთ, რომ მომავალში ისევ გავამრავლებთ პირუტყვს“, - ამბობს „შპს ლეგი“-ს დამფუძნებელი გელა აბულაძე.

იმის გამო რომ წლების მანძილზე მიწების საკითხი გაურკვეველი რჩებოდა, და ამის გამო მარალპროდუქტიული საქონლისტვის საკვები ბაზის  დამზადების პრობლემები იქმნებოდა ფერმერმა 50 სულიდან ჰოლშტეინების რაოდენობა 11-მდე შეამცირა. ფერმერისთვის ფინანსურად და მორალურად დიდი დარტყმა აღმოჩნდა, როდესაც მაღალპროდუქტიული მერძეული საქონლის სახორცედ მესამედ ფასად გაყიდვა მოუწია.

პირველი ეტაპის წარუმატებლობის მიუხედავად, ფერმერი აბულაძე ფიქრობს, რომ მიწებთან დაკავშირებული პრობლემები სახელმწიფოს სურვილის შემთხვევაში მოგვარებადია. სწორედ ამიტომ მერძეულ მიმართულებას მცირე სულადობით მაგრამ მაინც ჯიუტად ინარჩუნებს. ფერმერმა წალენჯიხაში 5 მარკეტისგან შემდგარი ქსელი ააწყო, სადაც თავისი ფერმის რძის გადამუშავების შედეგად დამზადებულ სულგუნს ჰყიდის და როგორც თვითონ ამბობს, მომხმარებლის ნაკლებობას არ უჩივის.  

35

 

მსგავსი

 

5 მაღალპროდუქტიული ძროხით დაწყებული მერძევეობა და რეკორდული წველადობა

 

ზაზა ხაჭაპურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ტკოცაში თანამედროვე ფერმის...

რძის პროდუქტების დღგ-სგან  გათავისუფლებას აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

 

15 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატ...

ნედლი რძის დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან  - ინტერვიუ აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილთან

 

ბოლო დროს არის შემთხვევევბი, როდესაც მედიაში ქართული ნედლი რძის მძიმე მეტალებით...

 

comments powered by Disqus