პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად, საქართველოში რძის წარმოება იზრდება

 

ქვეყანაში წარმოებული რძის რაოდენობა იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში წარმოებულია 193.0 მილიონი ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, რძის წარმოებას ზრდის ტენდენცია აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8 პროცენტით ჩამორჩება.

166

 

მსგავსი

 

პირუტყვის ხორცს სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქტებიდან მეორე ადგილი უკავია

 

2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდ...

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

აგრარული ბაზრისა და ბაზრობების 2018 წლის სტატისტიკა

 

საქართველოს სატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დ...

 

comments powered by Disqus