პირველი იანვრიდან უკრაინაში გლეხებს რძის გაყიდვა ეკრძალებათ

2018 წლის პირველი იანვრიდან უკრაინაში ამოქმედდა რეგულაცია რომელიც კრძალავს შინამეურნეობების მიერ წარმოებული რძის გაყიდვას.

შეგახსენებთ რომ ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, უკრაინის რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ რძის შესყიდვა გლეხებისგან.

2019 წლიდან კი რძის შეძენა დაშვებული იქნება მხოლოდ სპეციალიზებული ფერმერული მეურნეობებისგან.

უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით, ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული რძე ადგილობრივი რძის წარმოების 25%-ს შეადგენს. ამ დროისათვის ქვეყანაში შეიმჩნევა რძის წარმოების შემცირება.

2018 წლის პირველი იანვრიდან უკრაინის მაღაზიების დახლებზე სამი კლასის რძე დარჩება: ექსტრა, უმაღლესი და პირველი კლასი. რძის გადამამუშავებლები ვერ შეძლებენ ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული რძის მიღებას გადასამუშავებლად, რადგან მათთვის შესაბამისი რეგულაცია მოქმედებს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების თანახმად, ოჯახური მეურნეობების მიერ წარმოებული რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე განთავსების რეგულირებას სახელმწიფო 2020 წლიდან განახორციელებს.

წყარო: www.umanportal.com

446

 

მსგავსი

 

ხბოების გაზრდა - ეს ელემენტების ერთობლიობაა

თითოეული ფერმერის მიზანია - გაზარდოს ხბო, რომელიც მოახდ...

"მომავლის ფერმერი“ – „ქვეყანაში ყველში ტყვიის შემცველობის პრობლემა ნამდვილად მწვავედ დგას“

გთავაზობთ კომერსანტის ინტერვიუს მომავლის ფერმერის თავჯდომარე, რუსუდან გიგაშვილთან.

 

comments powered by Disqus