ფრანგული კომპანია დანონი იაფი რძის მისაღებად 5,000 სულ ძროხას აგზავნის რუსეთში

წყარო: www.bloomberg.com

რუსეთის მიერ ევროპულ ყველზე დაწესებულმა ემბარგომ რუსეთში რძეზე ფასების ზრდა გამოიწვია იმდენად, რომ იოგურტის ფრანგულმა მწარმოებელი დანონი 5,000-მდე სული ფურის იმპორტს ახორციელებს ციმბირში, რათა წარმოებას ჰქონოდა რძე ხელმისაწვდომ ფასად.

ჰოლშტეინის ჯიშის ფურებმა სატვირთო მანქანებით 4,500 კმ. გაიარეს ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან, რათა გაზრდილიყო ქალაქ ტიუმენთან ახლოს არსებული მერძეული ფერმის სულადობა. ამის შესახებ რუსული დანონის ხელმძღვანელი ჩარლი ჩაპეტი აცხადებს. ამ ნაბიჯმა უნდა დაიცვას კომპანია ნედლ რძეზე ფასების ზრდისგან, რომელიც 14%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს.

ჩაპეტის განცხადებით რძეზე ფასები სტაბილურად იზრდება, რაც ზეწოლას ახდენს ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა იოგურტი.

მიუხადავად იმისა, რომ ფრანგული კომპანია, როგორც წესი, არ ახორციელებს ინვესტირებას სოფლის მეურნეობაში, მან ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა. რუსეთის მიერ  2014 წელს დაწესებული ემბარგოს შემდეგ, მოთხოვნა რძეზე გაიზარდა, რადგან ადგილობრივი ყველის მწარმოებლებლები ჩქარობდნენ ფრანგული კამემბერის და იტალიური პეკორინოს ჩანაცვლებას.  ამას ხელი შეუწყო ასევე რუსული ვალუტის დასუსტებამ სხვა ვალუტების მიმართ.

ჩაპეტის განცხადებით დანონმა განახორციელა ინვესტიცია 60 ჰექტარზე არსებულ ფერმაში, ადგილობრივ მწარმოებელ დამატესთან ერთად. რძის პირველი ნაკადი დანონმა უკვე მაისში მიიღო და ძროხების ბოლო გადაზიდვა კი სექტემბერშია დაგეგმილი.

“ვიმედოვნებთ, რომ რუსული რძის ინფლაცია შენელდება მომდევნო წლისთვის,” განაცხადა ხელმძღვანელმა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა თანდათან იკლებს, რადგან ბაზარზე ჩნდება ახალი რძე, მათ შორის ციმბირის ფერმიდან.

ჩაპეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რძის ინფლაციას შეიძლება დაეხმაროს რუსული რძის ბაზრის მოცულობის ზრდა,, დანონი არ ელოდება სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას ქვეყანაში.

"მიმდინარე წლის პირველ ნახევარში  გაყიდვები რუსეთში ინფლაციასთან ერთად იზრდება და უნდა გაიზარდოს 2018 წელსაც."

წყარო: www.bloomberg.com

 

1792

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2021 V

 

მაისში სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში ნედლი რძის გადამუშავების მომგებიან...

უცხიმო რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზრის სიახლეები - 2021-06-21

გლობალური მოთხოვნა უცხიმო რძის ფხვნილზე კვლავ საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, შარშანდელზე მაღალ დონ...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 V

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქტი რეკორდულად ძვირი რჩება - წლიური გაძვირებ...

 

comments powered by Disqus