პროექტის შესახებ

Georgiandairy.org - საინფორმაციო ანალიტიკური რესურსი საქართველოს მესაქონლეობის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია პროექტის - „სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორის განვითარების გზით“.  პროექტი ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს აგრობიზნესსა და რძის გადამამუშავებელ კომპანიებს ესაჭიროებათ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება  ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2014-2015 წლებში EBRD-მა და FAO-მ „უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია“-სთან პარტნიორობით წარმატებით განახორციელეს პროექტის „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს რძის სექტორის დეტალურ ტექნიკურ და საბაზრო აუდიტს მისი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების შესასწავლად და რძის ბიზნესის განვითარებისთვის რეკომენდაციების შესამუშავებლად. აუდიტით გამოვლინდა, რომ საქართველოში რძის მწარმოებელ ფერმებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვით   დიდი მოცულობის ინვესტიციების გარეშეც შეუძლიათ 50-70%-ით გაზარდონ პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ რძის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ „უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია“-ს  გააჩნია სარძეო ფერმების მოდერნიზაციის წარმატებული გამოცდილება უკრაინასა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, რითაც  მიღწეულ იქნა აღნიშნული ბიზნესების სწრაფი განვითარება, მათი ეფექტიანობისა და უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებით.

სექტორის შესწავლით გამოვლინდა, რომ საქართველოში რძეზე და რძის პროდუქტებზე საკმაო მოთხოვნა არსებობს, რაც მისი წარმოების მოცულობის გაზრდის წინაპირობაა, თუმცა უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ცოდნის ნაკლებობა. EBRD-სა და FAO-ს ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს ამ პრობლემების გადაჭრას ცოდნის გავრცელების გზით, მათ შორის (i) DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ ცნობიერების ამაღლებით და (ii) საქართველოს რძის პროდუქტების უვნებლობის, მათ შორის ჰიგიენის და ეფექტიანობის სტანდარტების გაუმჯობესებით.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში წამყვანი სპეციალისტების მიერ შემუშავებული 4 მოდულისგან შემდგარი სასწავლო პროგრამის საფუძველზე ქართველი ფერმერებისათვის ჩატარდა ტრეინინგები და სასწავლო ტურები საქართველოსა და უკრაინაში. 

თბილისში ორგანიზებულ იქნა და გაიმართა  რძის პირველი ეროვნული კონგრესი 2016 წელს და კავკასიის  რძის საერთაშორისო კონგრესი 2017 წელს. კონგრესზე იყო განხილული საქართველოს რძის სექტორის განვითარების პერსპექტივები, მისი საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობა, DCFTA-ს და სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოებზე გავლენა და საერთაშორისო გამოცდილება ამ სფეროში. კონგრესებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს აგრო კომპლექსის საწარმოო პროცესების მოდერნიზების აუცილებლობას და მეტი ინფორმირებულობის საჭიროებას სურსათის უვნებლობის სფეროში რეგულირების ახალი პოლიტიკის შესახებ, რაც სექტორის განვითარებაზე და ინვესტიციების მოზიდვის დინამიკაზე ახდენს გავლენას.

 

 

 

2574

 

მსგავსი

 

პირველი იანვრიდან 140 კგ-მდე მსქვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის #592 დადგენილებით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტე...

 ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ

 

ქართული რძის ნიშნის პრეზენტაცია 22 იანვარს,  14:00 საათზე, თბილისში, სასტუმ...

მერძევე ფერმერი გიორგი ბიკაშვილი დარგის პრობლემად კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მიიჩნევს

ფერმერი გიორგი ბიკაშვილი 25 წელია დედოფლისწყაროში მერძევეობის ბიზნეს მისდევს. 2015 წელს  150...

 

comments powered by Disqus