ყოფილ სამხედრო ოფიცერ ნარიმანიძის მერძეული ფერმის განვითარების გამოწვევები

 

ომის ვეტერანი, ვიცეპოლკოვნიკი თამაზ ნარიმანიზე მეცხოველეობის ბიზნესით მას შემდეგ დაინტრესდა, რაც პენსიაზე გავიდა და ოჯახის რჩენა მწირი პენსიით არ შეეძლო. 2011 წელს თამაზმა თავის ძმებთან ერთად ჯერ ღორების ფერმა გააკეთა, მოგვიანებით 2016 წელს კი მესაქონლეობით დაინტერესდა და გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში მერძეული ძროხებიც მოიშენა. ამ დროისთვის სულადობა ძალიან მცირეა, საიდანაც მეწველი ფური სულ ხუთია. თუმცა როგორც ყოფილი სამხედრო ამბობს, სულადობის აუცილებლად გაზრდიან და მერძეულ ფერმასაც წარმატებულ ბიზნესად გადააქცევენ.

„ადგილობრივი ჯიშის ძროხები გვყავს და ეტაპობრივად გავზრდით რაოდენობას. მე ამერიკაში მაქვს ლოჯისტიკის მიმართულებით სასწავლებელი დამთავრებული და კარგად ვიცი რა ეტაპზე რა უნდა გავაკეთო. დაგეგმილი მაქვს განვითარების გზები. რა თქმა უნდა, მაღალპროდუქტიული ჰოლშტეინების ჩამოყვანა გვინდა, თუმცა მე ამას მხოლოდ ჩემი პენსიით რომ ვერ მოვახერხებ ეს აშკარაა. სწორედ ამიტომ ვეძებ გზებასა და საშუალებებს, რომ დაფინანსება მოვიპოვო. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ბიზნესგეგმა დაწერილი და ყველა გათვლა განვითარებასთან დაგკავშირებით, ზოგიერთ დახმარების პროგრამაში უარი გვითხრეს იმიტომ, რომ ჩვენი ბიზნესი ინოვაციური არ არის. არ ვიცი, როგორ უნდა იყოს  მეცხოველეობის უძველები საქმიანობა ინოვაციური?  მოკლედ, ამ ეტაპზე ასეთი მდგომარეობაა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას“, - ამბობს ნარიმანიძე.

ნარიმანიძეემის ფერმა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაგეგმილი და აშენებული. პირუტყვის მომვლელად ერთ ადამიანს ქირაობენ. ცხოველების ჯანმრთელობის შესამოწმებლად  პერიოდულად ფერმაში ვეტერინარი დადის, განსაკუთრებულ სიტუაციებში კი ვეტერინართან კონსულტაციებს ონლაინ რეჟიმშიც გადიან. უახლოეს ხანში ფერმის გვერდით სასილოსე სათავსოსაც ააშენებენ და ფერმის ინფრასტრუქტურას მაღალპროდუქტიული საქონლის შემოყვანისთვის მოამზადებენ.

საკუთარი სახსრებით ინფრასტუქტურის მოწესრიგების პარალელურად ყოფილ სამხედროს და უკვე ფერმერ ნარიმანიძეს ყველაზე დიდ თავსატეხად თანამედროვე ჯიშების შემოსაყვანად საჭირო თანხის მოძიება რჩება. ამ პრობლემის გადასაჭრელად ნარიმანიძე მეცხოველეობის განვითარების ყველა პროგრამაში მონაწილეობას აპირებს.

610

 

მსგავსი

 

ინოვაციებით და მაღალპროდუქტიული საქონლით დაკომპლექტებული „თეთრი ფერმა“ რძის ბაზარზე შედის

 

შპს „თერი ფერმა“-ში უკვე ჩამიყვანეს 200 ჰოლშტეინი და სიღნაღის მუნიცი...

თეთრიწყაროში გოჩა თუშიშვილმა 110 სულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა

 

გოჩა თუშიშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბაღეთში მეცხ...

comments powered by Disqus