„ყველის ქოხი“ ყველის ნაირსახეობებს ნედლი რძისგან აწარმოებს

 

ყველის ქოხი“ ინდივიდუალური მეწარმე ბადრი გოგოლაძის მიერ 2009 წელს დაარსებული ყველის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში მდებარეობს. „ყველის ქოხი“-ს ბრენდით სულგუნი,შებოლილი სულგუნი და იმერული ტიპის ყველი იწარმოება. დღეს უკვე „ყველის ქოხს“ ქართული რძის ნიშნის ბრენდირების თავის პროდუქტზე დატანის უფლება აქვს მოპოვებული.

საწარმოს გაფართოება და გადაიარაღება 2013 წელს დაიწყო. 2015 წელს უკვე თანამედროვე ტიპის საწარმოდ გარდაქმნა დასრულებული ჰქონდა. საწარმოში მთლიანად 600 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც ნაწილი საკუთარი თანხა, ნაწილი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყოRED-ის (რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა) 52 ათას დოლარიანი გრანტით კი წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკა (მანქანა მაცივარი, რზის რეზერვუარი, საყინულე კამერა) შეიძინა.

საწარმოს თანამშრომლების რაოდენობა ჯეჯერობით 14 ადამიანს შედგენს. ი.მ. ბადრი გოგოლაძეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგილი აქვს. მაღალი წველადობის პერიოდში (მაისი, ივნისი, ივლისი) საწარმოში ყოველდღიურად 2.5 - 3 ტონა ნედლი რძის  შეგროვება და გადამუშავება ხდება.

ყველის დასამზადებლად საწარმოში ნედლი რძე  გარდაბნის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სფლებიდან (სოფ. სახახლო, კუმისი, პანტიანი) გროვდება. მუდმივად 80 ფერმერთან თანამშრომლობს, რომელთა უმეტესობა 100-დან 200 ლიტრამდე რძეს აბარებს.

45

 

მსგავსი

 

„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაა...

comments powered by Disqus