რა არის ბლოკჩეინი და როგორ იყენებენ მას რძის პროდუქტების წარმოებაში?

ფინურმა კომპანია არლამ ბლოკჩეინ ტექნოლოგია რძის პროდუქტების მიკვლევადობისთვის გამოიყენა.

ფინურმა რძის პროდუქტების კომპანია არლამ თავისი საწარმოო ჯაჭვი - ფერმიდან რძის პროდუქტების წარმოებამდე - ღია გახადა საზოგადოებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით. „Arla Milkchain“ არის საპილოტე პროექტი, რომელიც ინახავს მონაცემებს სარძეო ფერმაში, ასევე რძის შეგროვებისა და გადამუშავების ეტაპებზე, შემდგომში კი მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს დეტალური ინფორმაცია თითოეული ეტაპის შესახებ.

კომპანიის განცხადებით მომხმარებელი ითხოვს გამჭვირვალეობას და მიკვლევადობას საკვების წარმოების პროცესში. საწარმოო პროცესის დოკუმენტირება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, ეხმარება კომპანიას მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა.

პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პროდუქტის წარმოების თარიღი  Arla Milkchain კალენდარში, სადაც მოცემულია ინფორმაცია რძის წარმომავლობის შესახებ, მათ შორის თუ რამდენი ძროხა მოიწველა ფერმაში, იყო თუ არა შობადობა ფერმაში აღნიშნულ დროს, რომელი თანამშრომლები მუშაობდნენ აღნიშნულ დროს ფერმაში, როდის მოხდა რძის წამოღება ფერმიდან და როდის მიიტანეს ის საწარმოში.

აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ არლას მხოლოდ ერთ პროდუქტზე - ორგანულ რძეზე გამოიყენება (Single Estate Organic Milk), თუმცა მომავალში მის გამოყენებას სხვა პროდქტებზეც გეგმავენ.

რა არის ბლოკჩეინი (განმარტება "არლას" ოფიციალური გვერდიდან)?

ბლოკჩეინი მუშაობს მონაცემთა ბაზების ან ჩანაწერების წიგნის მსგავსად, სადაც თითოეული მონაცემი ინახება „ბლოკში“. ახალი ინფორმაციის გადამოწმება ხდება ალგორითმის საშუალებით და ინახება ახალ „ბლოკში“ თუ ძველი „ბლოკი“ სავსეა, რომელიც შემდგომში მიბმულია წინა „ბლოკთან“.

მისი თვისებებიდან გამომდინარე ბლოკჩეინი არის გამჭვირვალე და სანდო, რადგან ძველი მონაცემების შეცვლა შეუძლებელია და ჯაჭვის ყველა მონაცემის გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ინფორმაციის დაცულობა, გადამოწმების შესაძლებლობა, ასევე ინფორმაციის დაცულად შენახვა, ავთენტურობა და ფლობა განაპირობებს ბლოკჩეინის ეფექტურობას.

წყარო: www.foodprocessing.com.au

50

 

მსგავსი

 

ტექნოლოგიური სიახლეები მსოფლიო მერძევეობის ინდუსტრიიდან

გაგაცნობთ რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც დანერგ...

 

comments powered by Disqus