რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლი რძის წარმოების მასშტაბებით საქართველოში.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წელს ქვემო ქართლის რეგიონი რძის წარმოების მიხედვით, იმერეთის შემდეგ, მეორე იყო და 110.6 მილიონი ტონა რძე აწარმოა. სტატისტიკური ინფორმაცია თუ რამდენი ლიტრი რძე აწარმოა კონკრეტულად მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში და ბოლნისში არ გვხვდება ინდუსტრიული ფერმები და რძის უმეტესი ნაწილი იწარმოება ტრადიციულ ფერმებში, ამ მუნიციპალიტეტების წილი ქვემო ქართლის რეგიონის რძის წარმოებაში არ უნდა იყოს მცირე, რასაც გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. მარნეულიდან რძით მარაგდებოდა რძის პროდუქტების საწარმოები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში და ასევე კახეთში. საუბარია საშუალო და მცირე ზომის რძის გადამამუშავებელ საწარმოებზე. ჯამურად ისინი მარნეულიდან ათეულობით ტონა რძეს იბარებდნენ, ეს პროცესი დღეს შეწყვეტილია

გადამამუშავებლების ნაწილი ფიქრობს, რომ გაზაფხულზე გაზრდილი რძის რაოდენობის გამო ისინი მაინც შეძლებენ საჭირო რაოდენობის რძის შეგროვებას. თუ გადამამუშავებელი საწარმოები შეძლებენ გამოსავლის მოძებნას, რომ შეაგროვონ საჭირო რაოდენობის რძე, შედარებით რთულ მდგომარეობაში არიან რძის მწარმოებლები მარნეულსა და ბოლნისში, ისინი დღეს ვერ ახერხებენ რძის ჩაბარებას.

გადამამუშავებელი საწარმოების ნაწილი გეგმავს სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციას და იმედოვნებენ, რომ რძის მიწოდება კარანტინის ზონიდან დაშვებული იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამინისტრო მიერ შემუშავებული სანიტარულ-ჰიგიენური ზომების დაცვით შეასრულებენ რძის შეკრება-ტრანსპორტირების პროცესს.

374

 

მსგავსი

 

სცივა თუ არა ძროხას ზამთარში?

ძროხამ, როგორც ცხოველმა ევოლუ...

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...

 

comments powered by Disqus