რძე და რძის პროდუქტები - საგარეო ვაჭრობა 2017 წელს

რძისა და რძის პროდუქტების საგარეო ვაჭრობის მხრივ, უწინდელი ტრენდები 2017 წელსაც გაგრძელდა: იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი კვლავ ძალიან დაბალ დონეზე დარჩა.

ჩვენ განვიხილავთ სექტორის საგარეო ვაჭრობის როგორც ფულად, ისე რაოდენობრივ მხარეს.  დავიწყოთ რძის პროდუქტების იმპორტის ღირებულებით:

წყარო:ფინანსთა სამინისტრო

2017 წელს, რძისა და მისი პროდუქტების იმპორტის ღირებულებამ (CIF)[1] 63 მილიონი დოლარი შეადგინა. საყურადღებოა რომ ამ თანხის ნახევარზე მეტი (დაახლოებით 63%) მოდის კარაქსა და მოხდილ მშრალ რძეზე (რძის ფხვნილზე). 2017 წელს, ამ ორი პროდუქტის იმპორტირებაზე დახარჯული თანხა თითქმის იდენტურია - 31%.  იმპორტის ღირებულებაში ასევე გამორჩეული ადგილი უჭირავთ ყველს - 15%, არაჟანს - 8% და რძეს - 5.1%.

წყარო:Geostat.ge

რაც შეეხება დინამიკას, ის გაუარესებულია: 2017 წელს, უცხოური რძის პროდუქტების შესაძენად, საქართველოდან უფრო მეტი თანხა გავიდა ვიდრე წინა წლებში. წლიური იმპორტის ღირებულება უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს საკმაოდ მასშტაბური მატებაა, თუმცა ის ლოგიკურია:  საქართველოში რძის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ადგილობრივი ნედლი რძის წარმოება დაცემა ახლავს თან, შესაბამისად იმპორტის საჭიროება უფრო და უფრო მეტად მძაფრი ხდება.

რაც შეეხებათ მთავარ სავაჭრო პარტნიორებს რძის პროდუქტების იმპორტის მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ქვეყნები: უკრაინა, თურქეთი, ირანი, რუსეთი, ბელორუსი, საფრანგეთი და გერმანია.

წყარო:ფინანსთა სამინისტრო

2017 წელს რძის პროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 1.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმპორტთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 55% რძის ფხვნილზე მოდის, 31% კი - კარაქზე. როგორც წესი, ორივე პროდუქტი მეზობელ სომხეთში გადის. ასევე აღსანიშნავია ყველის ექსპორტი. მართალია ის ექსპორტში სიდიდით მხოლოდ მესამე პროდუქტია, თუმცა აქ მთავარი ის არის რომ, საქართველოდან ყველი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. რძის პროდუქტებიდან, ყველზე ექსპორტით მიღებულ შემოსავალებზე 13%-ზე მეტი მოდის.

წყარო:Trademap.org

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ექსპორტის თვალსაზრისით 2017 წელი გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. მართალია 2016 წელთან შედარებით ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 7 მლნ. დოლარით გაიზარდა, თუმცა ვხედავთ რომ წინა წლებში საქართველოს უფრო მაღალი ექსპორტიც ჰქონია. 

საგარეო ვაჭრობის ღირებულების მასშტაბებთან ერთად, საინტერესოა მისი რაოდენობრივი მხარეც:

წყარო:Trademap.org, ფინანსთა სამინისტრო, GeorgianDairy.org

ფულადი ღირებულების მსგავსად, იმპორტი იზრდება რაოდენობრივადაც.  ტრენდი საკმაოდ თვალსაჩინოა: იმპორტირებული რძის პროდუქტების მასა (ნედლი რძის ექვივალენტში) წელიწადში საშუალოდ 22-23 მლნ. კილოგრამით იზრდება.  ტრენდი სავარაუდოდ 2018 წელსაც გაგრძელდება, რადგან ადგილობრივი ნედლი რძის ბაზარი დაბალი ტემპებით ვითარდება. საქართველოში კლავ საკმაოდ მცირეა ინტენსიური ფერმების რაოდენობა და ბაზრის უდიდესი წილი კვლავ შინამეურნეობებზე მოდის. ამ სტრუქტურის მნიშვნელოვნად შეცვლა ერთ წელიწადში წარმოუდგენელია.

შემდეგი ცხრილი გვიჩვენებს იმპორტის რაოდენობას პროდუქტების მიხედვით:

ათასი კგ

2012

2013

2014

2015

2016

2017

საშუალოწლიური ზრდა (2012-2017)

რძე

1,319

1,380

1,891

2,397

2,682

3,417

20.97%

ნაღები

180

218

241

279

340

390

16.73%

მოხდილი მშრალი რძე

3,771

4,257

4,979

6,227

8,334

9,699

20.80%

მოუხდელი მშრალი რძე

389

326

257

329

125

144

-17.99%

შედედებული რძე

1,974

1,845

2,054

2,238

2,160

2,143

1.66%

არაჟანი

1,877

2,695

3,112

3,514

3,660

4,360

18.36%

შრატი

754

1,050

1,010

678

967

941

4.52%

კარაქი

1,852

2,204

2,387

3,264

4,763

4,040

16.88%

ყველი

1,079

1,456

1,651

1,907

2,079

2,474

18.05%

წყარო:Trademap.org, ფინანსთა სამინისტრო

როგორც ვხედავთ იმპორტი საშუალოდ იზრდება თითქმის ყველა პროდუქტის მიხედვით, გარდა მოუხდელი მშრალი რძისა. აღსანიშნავია რძის ფხვნილის იმპორტის მაღალი ტემპები: ბოლო წლებში, ის ყოველწლიურად საშუალოდ 20.80%-ით იზრდება.

მასალის გამოყენების პირობები


[1] ღირებულება საქართველოში შემოტანის მომენტამდე - ის მოიცავს როგორც პროდუქტის, ისე მისი საქართველომდე ტრანსპორტირებისა და დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

1481

 

მსგავსი

comments powered by Disqus