რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო „ახალი პროდუქტი“  წარმოებას წყვეტს

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო დროებით წარმოებას წყვეტს. კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 5  სოფლიდან (ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ონოღია, ვედიდკარი, ბანძა) 62 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 475 სულს შეადგენს.  

„გასულ წელს კარგი მუშაობა გვქონდა, მაგრამ წელს სულ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გვიწევდა სულგუნის გაყიდვა. რძეს იაფად ვიღებდით, მაგრამ ყველის თვითღირებულება მაინც ისეთი იყო, რომ კონკურენციას ვერ ვწევდით რეალიზაციის დროს. ჩვენ ფხვნილზე მუშაობა არ გვსურს. ნედლი რძით ქარმოებით კი შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ გავჩერდეთ. შესაძლოა, ისევ დავიწყოთ აგვისტოს ბოლოდან მუშაობა, მაგრმ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით. ჩვენი გაჩერების მიზეზებზე ამ ეტაპზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, არ მინდა პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს“, - ამბობს კოოპერატივის თავმჯდომარე მამუკა დანელია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდა. აღნიშნული პროგრამის მიზანს ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება წარმოადგენს.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა. მათ ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობაც მიიღეს.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“  ზემოთაღნიშნული დახმარების პროგრამის გარდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამაშიც (ENPARD)  მონაწილეობდა.

 

156

 

მსგავსი

 

უახლოეს პერიოდში ცაგერში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ჭრელა 2017“ -ი ამოქმედდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-სა...

კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებას თებერვლში დაიწყებს  

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამამუშავებ...

 

comments powered by Disqus