რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2020 VIII

 

აგვისტოსთვის, სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილებას გვიჩვენებს, გასული წლის შესაბამისი თვისას ჩამორჩება. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო ყველაზე დაბალია მინიმუმ ბოლო 4 წლისთვის. მართალია რომ რეკორდულად მაღალია სულგუნი ყველის ფასები, მაგრამ ასევე რეკორდულად მაღალია ნედლი რძის ფასებიც. საბოლოო ჯამში ტენდენცია გრძელდება: გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი უარესდება.

შეგახსენებთ რომ სულგუნის ინდექსი სულგუნი ყველის რეალიზაციის ფასისა და რძის შესყიდვის ფასების შეფარდებას წარმოადგენს. ინდექსის მაღალი დონე გვეუბნება რომ ფასები სექტორში უფრო მეტი ინვესტირებისა თუ რძის გადამუშავების გაფართოების უფრო მეტ სტიმულს იძლევიან, ვიდრე იმ პერიოდებში როცა ინდიკატორი დაბალია.

სულგუნის ინდექსი 2020 წლის აგვისტოში დაახლოებით 8-9%-ით ჩამორჩება შარშანდელს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სულგუნის ინდექსი 1%-ით არის შემცირებული და პირველი რვა თვის საშუალო (ჩვენი დაკვირვების პერიოდში) მინიმალურ დონეზეა (4%-იანი გაუარესებით 2017 წლის 111-დან 106-მდე). საერთო ჯამში ტენდენცია გრძელდება: რძეზე ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ყველზე, შედეგად მომგებიანობის ინდექსი ნელ-ნელა მცირდება.

აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან)

აღსანიშნავია რომ მიუხედავად სწრაფად მზარდი და უპრეცენდენტოდ მაღალი ფასებისა, თითოეული კილოგრამი ყველისა თუ ნედლი რძის გაყიდვის შემდეგ, მწარმოებლებს დაახლოებით იმავე რაოდენობის (ან ნაკლები) აშშ დოლარისა თუ საკვები პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ, რამდენისაც საშუალოდ წინა 3 წელიწადში. ეს ნიშნავს რომ ყველი და რძე სხვა პროდუქტებთან და დოლარის კურსთან ერთად ძვირდებიან და ხშირ შემთხვევაში მწარმოებლები მოგებას ვერ იზრდიან.

დასუსტებული სამომხმარებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირების მიზეზი (როგორც ნედლი რძის, ისე ყველის ბაზარზე) მიწოდების შემცირების შედეგია. გამოდის რომ ვაწარმოებთ უფრო ცოტა ნედლი რძის პროდუქტს, მაგრამ უფრო ძვირად - ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. წაგებული რჩება როგორც ადგილობრივი მწარმოებელი ისე მომხმარებელი, იმპორტის მიმზიდველობა კი იზრდება. სიტუაციიდან „მარტივი“ გამოსავალი უცვლელია: მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გაზრდა და პროდუქტის თვითღირებულების შემცირება.


მეთოდოლოგია და მონაცემთა წყაროები

668

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი – 2021 V

 

მაისში სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში ნედლი რძის გადამუშავების მომგებიან...

უცხიმო რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზრის სიახლეები - 2021-06-21

გლობალური მოთხოვნა უცხიმო რძის ფხვნილზე კვლავ საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, შარშანდელზე მაღალ დონ...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 V

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქტი რეკორდულად ძვირი რჩება - წლიური გაძვირებ...