რძის კონგრესზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალების მომზადებისთვის თამთა წერეთელი და გვანცა მამაცაშვილი დააჯილდოვეს

დღეს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რძის სექტორის მესამე კონგრესი იმართება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ადგილობრივი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც წინასწარ დაგეგმილი იყო, კონგრესის მისასალმებელი სიტყვებით გახსნის შემდეგ, მეცხოველეობის თემაზე მომზადებული სიუჟეტების ავტორი ჟურნალისტები დააჯილდოვეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს მერძევეობის ასოციაციას ცხოველთა იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის პროექტის (NAITS) ფარგლებში პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მედიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული. კონკურსის მიზანს მედიაში მეცხოველეობის კვალიფიციურად გაშუქება  და მოსახლეობის ინფორმირებულობის   დონის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

სოფლის მეურნეობის სექტორის მესაქონლეობის მიმართულებასთან დაკავშირებულ თემაზე მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური მასალების მომზადებისთვის გამარჯვებულები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თამთა წერეთელი და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი გვანცა მამცაშვილი გახდნენ, რომლებიც პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

„ჟურნალლისტიკა არის ის, რის გამოც მე უარი ვთქვი ჩემს პირველ ეკომონისტის პროფესიაზე და უკვე 15 წელია ამ პროფესიაში ვარ.  ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მიღება, მადლობას ვუხდი ჩემს ოპერატორს და ყველა იმ ადამიანს ტექნიკური ჯგუფიდან, ვინც ამ სიუჟეტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა გვანცა მამაცაშვილმა.

კონკურსში გამარჯვებული სატელევიზიო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=v0_Ebam3Yfg&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=t_70MzJSpL8&fbclid=IwAR0ECowhMFJNZB9jrQ7wbJ1KB2vnZfzhf2KBOTRyB1CISxZ_udVHsgAzyVw

622

 

მსგავსი

 

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO...

კონკურსი: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს
გამოსავლენად და იწვ...

 

comments powered by Disqus