რძის ნაწარმის სასარგებლო თვისებები

 

რძის ნაწარმი - რძისგან ან/და რძის შემადგენელი კომპონენტებისგან წარმოებული სურსათია, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის ფუნქციურად აუცილებელი საკვებდანამატები და ინგრედიენტები. რძემჟავა პროდუქტების ჯგუფში გაერთიაენებულია ქიმიური თვისებით და შემადგენლობით განსხვავებული მრავალი პროდუქტი, რომლებიც მიიღება რძემჟავას ფერმენტაციის (დუღილის) შედეგად.

ეს პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაბალანსებული კვების ორგანიზაციაში. რძესთან შედარებით, უკეთ ხდება მათი ათვისება ორგანიზმის მიერ, ცილების ნაწილობრივი ჰიდროლიზის შედეგად. ნაწლავში ისინი ქმნიან მჟავა გარემოს, რაც ხელშემშლელი ფაქტორია ლპობის ბაქტერიების, როგორც ორგანიზმის მომწამვლელის, განვითარებისთვის.

რძემჟავა პროდუქტებს სამკურნალო და დიეტური თვისებები აქვთ. რძის მჟავას ასევე აქვს კონსერვირების უნარი, რის გამოც ასეთი პროდუქტების შენახვისუნარიანობა საკუთრივ რძესთან შედარებით უფრო მეტია. ქიმიური შედგენილობის მიხედვით, რძემჟავა პროდუქტები დაყოფილია დიეტურ, არაჟნის, ხაჭოს და ხაჭოს ნაწარმებად. დიეტურს მიეკუთვნება მაწონი და შერეული ფერმენტაციის გზით მიღებული კეფირი. მათი შეფასება ხდება სუნის, გემოს, კონსისტენციის მიხედვით. რეალიზაციაში არ დაიშვება მკვეთრი მჟავიანობის, უცხო სუნის, გამოცალკევებული შრატის არსებობისას. პროდუქტი მალფუჭადია, ინახება 8° C ტემპერატურის პირობებში, არა უმეტეს 3 დღისა.

98

 

მსგავსი

 

ყველის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები

 

ყველი  ძალიან ყუათიანი საკვები პროდუქტია, რომელიც მდიდარია გემოვნური თვისებ...

ხაჭოს დამზადების ტექნოლოგია და სასარგებლო თვისებები

 

ხაჭოს ნაწარმი  ეწოდება რძის ნაწარმს, რძის შედგენილ ნაწარმს, წარმოებული ხაჭო...

 

comments powered by Disqus