რძის პირველი ეროვნული კონგრესი თბილისში

 

 

 

 

რეგისტრაცია

 

საქართველოს რძის სექტორის პრობლემები და პერსპექტივები იქნება განხილული  2016 წლის 10 მარტს, თბილისში რძის ეროვნულ კონგრესზე, რომელიც  ორგანიზებულია უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.

კონგრესი ჩატარდება პროექტის - „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ - მეორე ეტაპის ფარგლებში.

რძის პირველი ეროვნული კონგრესის მიზნებია:

  1. ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ საჭიროა რძისა და რძის პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და თანამედროვე საერთაშორისო რძის ბაზარის მოთხოვნების კონტექსტში, ცოდნის და გამოცდილების გადაცემის გზით;
  2. საქართველოს რძის სექტორში ორგანიზებულობის ამაღლება, მათ შორის, მწარმოებლების კოოპერაციის გზით; ინტერესების დაცვისა და ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლება, მარეგულირებელი გარემოსა და ბაზრის მონიტორინგის ასოციაციების მიერ გაწეული ეფექტიანი მუშაობის მეშვეობით;
  3. კომერციულ რძის მეურნეობებში ინვესტიციების ხელშეწყობა სექტორის განვითარებისათვის.

რძის ეროვნული კონგრესი შეკრებს 100-ზე მეტ მონაწილეს: ფერმერებს,  მეცხოველეობის სპეციალისტებს, ფერმების მფლობელებს, გადამამუშავებლებს, კომერციულ კომპანიებს,   საერთაშორისო საინვესტიციო ორგანიზაციებს, და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კონგრესის მთავარი მიზანია - საქართველოს რძის სექტორის პოტენციალის გამჟღავნება, სექტორში ინვესტორების მოზიდვა, ქართული კომპანიების თანამშრომლობის გაფართოება უცხოელ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და რძის მომხმარებლებთან.

კონგრესის ფარგლებში წარდგენილი იქნება რძის სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერისათვის. აგრეთვე, 11.40 სთ-ზე, რძის პირველი ეროვნული კონგრესის ფარგლებში, ჩატარდება პრესკონფერენცია „ინვესტიციები, ხარისხი, კოოპერაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს რძის ბიზნესისთვის- FAO-სა და EBRD-ის პროექტის ერთობლივი პრეზენტაცია“.

რძის სექტორმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი მნიშვნელობა და დაამტკიცოს მისი განვითარების საჭიროება. რძის პირველი ეროვნული კონგრესი საქართველოში საუკეთესო პლატფორმაა ამ მიზნების განხორციელებლად!

 

 

comments powered by Disqus