რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სასმელ რძესა და ყველზე მოთხოვნა გაზრდილია მთელ რიგ რეგიონებში. თუმცა, პარალელურად, რძის ფხვნილით საერთაშორისო ვაჭრობა შენელებულია – მთავარი მიზეზი რაღათქმაუნდა კვლავ კორონა ვირუსია. მომდევნო თვეებში დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპას, სადაც წველის სეზონი ახლა იწყება – შესაბამისად, USDA-ს რეპორტში სწორედ ევროპაზე ვკონცენტრირდით.

ევროპა

  • საბაჟო შეზღუდვებმა პროდუქტის გადაადგილება გაართულა, შედეგად გარკვეული პროდუქტის ფასები შემცირდა
  • კონტროლი უფრო მკაცრია აღმოსავლეთ ევროპაში ვიდრე დასავლეთში
  • ევროკავშირის ქვეყნებს ახლა სხვადასხვაგვარი, ინდივიდუალური საბაჟო კონტროლი აქვთ დაწესებული - ეს დამატებით ართულებს პროდუქტის დინებას
  • ევროკომისია მწვანე ზოლების, ღია საზღვრების, ფორმირებაზე მუშაობს - მიზანი აუცილებელი პროდუქტების, მათ შორის რძის პროდუქტების, თავისუფალი გადაადგილებაა
  • ამ ეტაპზე, USDA-ს ნაადრევად მიაჩნია მწვანე ზოლის იდეის ეფექტურობის შეფასება
  • ევროპელები მათი რძის ფხვნილზე (ექსპორტზე) შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობენ
  • 2019 წლის იანვრიდან, ევროპული ფხვნილის ექსპორტი წლიურად 29%-ითაა შემცირებული
  • დასუსტებული მოთხოვნა და გართულებული გადაზიდვების შედეგად ფხვნილის მარაგები იზრდება - პარალელურად კი ევროპული რძის ფხვნილი იაფდება
  • ევროპაში ერთ-ერთმა ლიდერმა რძის მწარმოებელთა ასოციაციამ ევროკომისიას ფხვნილის შენახვის თხოვნით მიმართა
  • რძის ფხვნილის (1.25%) მიმდინარე ფასები ტონაზე 2,025-2,525 $-ის ფარგლებში მერყეობს (FOB)
  • გარკვეულწილად, ფასების შემცირებას უკეთესი წველის სეზონის მოლოდინებიც უწყობს ხელს - წინასწარი შეფასებით, წელს, ევროპის მთავარ მწარმოებელ გერმანიაში, რძის წარმოება შარშანდელს გადააჭარბებს

ოკეანეთი/სამხრეთ ამერიკა

  • ფხვნილის ფასები ევროპულზე მაღალია - დაახლოებით 2,500-დან 3,000$-მდე ტონაზე (FOB)
  • მომდევნო თვეებში ექსპერტები ფასების ზედა ზღვრის შემცირებას ელიან
  • ამჟამად სამომავლო შესყიდვებზე ინტერესი დაბალია
  • ბოლო გლობალურ აუქციონზე GDT რძის ფხვნილი 8.1%-ით გაიაფდა
  • სამხრეთ ამერიკაში ფხვნილის წარმოება გაფანტული და არასტაბილურია, თუმცა მარაგები არსებობს - პარალელურად შემცირებულია ვაჭრობა

ინფორმაციის წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი - USDA

188

 

მსგავსი

 

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი - 2020 წლის 11-22 მაისი

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით, ფ...

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის განცხადება

27 მაისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვ...

გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 1...