რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი - 2020 წლის 11-22 მაისი

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით, ფასები მოხდილ მშრალ რძეზე გამყარებას იწყებს. კორონავირუსის პიკის გადავლასთან ერთად, წინა პერიოდებში გაიაფებული ფხვნილის შესყიდვის სურვილი გლობალურად იზრდება, მეორე მხრივ კი გამყიდველებს უფრო ძვირად უნდათ თავისი პროდუქტის გაყიდვა.

ევროპა

  • ერთი ტონა მოხდილი მშრალი რძე 1,750-1,900$-ად იყიდება (FOB)
  • ფასების ზედა ზღვარი უცვლელია, ქვედა ზღვარი კი მომატებულია - რაც შესაძლოა ფასების ზრდის ნიშანი იყოს
  • მწარმოებლებს არსებული დაბალი ფასების შენარჩუნების სურვილი ნაკლებად აქვთ
  • მყიდველებს ფასები მოსწონთ და ცდილობენ ამ ფასად წინასწარ იყიდონ ფხვნილის დიდი რაოდენობები
  • კონტრაქტების მიხედვით, აღნიშნულ ფასად ფხვნილის მიწოდებები წლის ბოლომდე მოხდება
  • ზოგიერთი კონტრაქტის მიხედვით მიწოდება 2021 წელშიც უნდა მოხდეს
  • გრძელვადიან კონტრაქტებზე მყიდველები გარკვეულ პრემიუმებსაც იხდიან
  • ახლა უკვე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, გააქტიურებულია კერძო შენახვის დახმარების პროგრამა (PSA)
  • ის ჯერ-ჯერობით 3,377 ტონა რძის ფხვნილს შეეხო
  • პროგრამის გააქტიურება როგორც პანდემიის პიკს, ისე წარმატებულ წველის სეზონს უკავშირდება: კვირების წინ, გაზრდილ წარმოებას შემცირებული მოთხოვნა ხვდებოდა

ოკეანეთი

  • რძის წარმოების სეზონი იწურება
  • ტონა მოხდილი ფხვნილი ევროპაზე ძვირად, 2,550-2,650$-ად იყიდება (FOB)
  • გვიანი სეზონის პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია, ფასები გამყარებულია
  • მყიდველები ცდილობენ კოვიდ-19-ის პიკის დროს გამოწვეული ჩავარდნა ახლა აანაზღაურონ და ფხვნილის შესყიდვებს ზრდიან
  • განახლებული ეკონომიკური აქტივობა აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში, მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს გაყიდვებს

სამხრეთ ამერიკა

  • მოხდილი მშრალი რძის საექსპორტო ფასი 2,450 - 2,650$-ია (FOB)
  • გაძლიერებულია მოთხოვნა, ფასები კი - გაზრდილი
  • მოხდილი მშრალი რძის წარმოება დიდი არ არის, გამყიდველები მარაგებს ყიდიან
  • მწარმოებლები ძირითადად მოუხდელ მშრალ რძეზე არიან კონცენტრირებულნი

ინფორმაციის წყარო: USDA

157

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის ივნისი

 

წლის პირველ ნახევარში სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების...

რომელი ქვეშსაფენი გამოვიყენოთ?

კომპანია პეტინგერის და საქართ...