რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (21-27 იანვარი) - USDA

ოკეანეთი

  • რძის ფხვნილის ფასები ოკეანეთში მაღალ დონეზე რჩება
  • ფასები გაზარდეს დაბალ საფასო კატეგორიაში მყოფმა მიმწოდებლებმა
  • ეს მყიდველთა ნაწილს უბიძგებს რომ მომწოდებლები დასავლეთ ევროპაში იპოვონ
  • ახალ ზელანდიაში მშრალი ამინდის ნეგატიურ ეფექტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წუხილს გამოთქვამენ
  • USDA-ს მიხედვით, ოკეანეთისთვის რძის ფხვნილის (1.25%) ტონაზე ფასები 3,025-3,125 დოლარის ფარგლებში მერყეობს (FOB, 21-27 იანვარი)

დასავლეთ ევროპა

  • დასავლეთ ევროპაში ფხვნილი ოკეანეთთან შედარებით იაფია, თუმცა წინა პერიოდებთან შედარებით ის გაძვირებულია
  • აქ რძის ფხვნილის შესყიდვის მსურველები ფასის გამო შეკვეთებს არ ზღუდავენ
  • რიგი შემსყიდველებისა ფასების განმტკიცებას ელოდება
  • შესაბამისად მყიდველებს ურჩევნიათ რომ ფხვნილი ახლავე შეიძინონ
  • USDA-ს მიხედვით, დასავლეთ ევროპაში რძის ფხვნილის (1.25%) ტონაზე ფასები 2,850-2,975 დოლარის ფარგლებში მერყეობს (FOB, 21-27 იანვარი)

სამხრეთ ამერიკა

  • სამხრეთ ამერიკაში რძის ფხვნილის მარკეტი ვოლატილურია
  • არგენტინაში საექსპორტო ტარიფებზე ალაპარაკდნენ
  • ექსპორტის ტემპები დაეცა რაც გაურკვევლობის დროს ტიპიურია
  • საერთო ჯამში ბაზრის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია და არსებობს მოლოდინი რომ მომდევნო კვირებში სიტუაცია უფრო ცხადი გახდება
  • სამხრეთ ამერიკაში რძის ფხვნილის საექსპორტო ფასები ტონაზე 3,000-3,100 დოლარის ფარგლებში მერყეობს (FOB, 21-27 იანვარი)

წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი - USDA

279

 

მსგავსი