რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (24-28 თებერვალი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით რძის ფხვნილით საერთაშორისო ვაჭრობა შენელებულია – მთავარი მიზეზი ახალი კორონა ვირუსია. ხშირ შემთხვევაში მოხდილი მშრალი რძის (რძის ფხვნილის) მყიდველები თავს იკავებენ შენაძენის ახლა განხორციელებისაგან და ფასების შერბილებას ელიან.

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზრებზე ახლა ყველაზე მეტად კორონა ვირუსი მოქმედებს:

  • თავს იჩენენ ლოგისტიკური პრობლემები
  • მეტად ინფიცირებულ ქვეყნებში მცირდება ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად მცირდება ფხვნილის იმპორტის მოთხოვნაც

ვირუსით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემები თავისთავად ექსპორტს ართულებენ. ამას ემატება შემცირებული მოთხოვნა ვირუსით დაზიანებულ იმპორტიორ ქვეყნებში. ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჩინეთს. ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზრად იქცა, ვირუსის გამო შესყიდვებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ფხვნილზე მოთხოვნა საერთაშორისო დონეზე საგრძნობლად მცირდება.

ლოგისტიკური პრობლემებისა და შემცირებული მოთხოვნის გამო ვიღებთ რომ ექსპორტიორ ქვეყნებში გაყიდვები მცირდება და ფხვნილის მარაგები ჩნდება. ეს იწვევს იმას რომ რძის ფხვნილის მიმდინარე აქტიური მყიდველები:

  • ერთის მხრივ – ფასების უფრო მეტად კლებას ელიან
    • რასაც დასავლეთ ევროპაში რძის სეზონის კარგი დასაწყისიც ამყარებს
  • მეორეს მხრივ – ფასების შესაძლო ზრდაზეც ფრთხილობენ
    • არავინ იცის როგორ განვითარდება სიტუაცია კორონა ვირუსის ირგვლივ: როდის გააქტიურდება ჩინეთი? და შეიძენს თუ არა ის უფრო მეტს ვიდრე ადრე?

ინფორმაციის წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი - USDA - DAIRY MARKET NEWS, FEBRUARY 24 - 28, 2020


საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები შეეხო საქართველოსაც

2020 წლის იანვარ-თებერვალში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რძის ფხვნილის წმინდა იმპორტი განახევრებულია[1] (ნედლი რძის ექვივალენტში). ფხვნილის იმპორტის საშუალოთვიური ფასი კი ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას, თუმცა მომდევნო თვეებში დასავლეთ ევროპიდან შემოსულმა შედარებით იაფმა ფხვნილმა შესაძლოა ეს დინამიკა შეცვალოს.


[1] მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო – ექსპორტ-იმპორტის ინფორმაცია

292

 

მსგავსი

 

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...

ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 26-06-2020

 

შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების ნედლი რძე წლიურ გაძვირებას აგრძელებს....