რძის პროდუქტების იმპორტი - 2020 წლის აპრილი

 

იმპორტის რაოდენობა რეკორდულად მაღალია როგორც კონკრეტული თვისთვის, ისე წლევანდელი პირველი ოთხი თვის ჯამშიც.

აპრილში იმპორტირებული 18 მლნ ლიტრიდან (ნედლი რძის ექვივალენტში), 55% მოხდილ მშრალ რძეზე (მმრ, ფხვნილზე) მოდის ბოლო 2 თვეში, რძის პროდუქტების იმპორტი ნრე-ში 22%-ით გაიზარდა წინა ორ თვესთან შედარებით, მმრ-ის კი გაორმაგდა. ექსპორტის რაოდენობები კვლავ ბევრად მცირეა ვიდრე იმპორტის. აპრილში,  ექსპორტზე რძის პროდუქტებით (ნრე-ში) ვაჭრობის 2% მოდის.

მცოცავი საშუალოები, ხაზები რომლებიც ყოველთვიურ ვოლატილურობას აგლუვებენ და იმპორტის მიმართულებას უფრო მკაფიოდ გვიჩვენებენ, დაახლოებით წლინახევრიანი კლების შემდგომ კვლავ ზრდისკენ მობრუდნენ. 

2020 წლის პირველი ოთხი თვის ჯამში, იმპორტის ჯამური რაოდენობა 10%-ით უფრო მაღალია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში (რომელიც აქამდე პირველი 4-თვის ჯამისთვის პიკს წარმოადგენდა). დაკავშირებულია წლევანდელი იმპორტის უპრეცენდენტო რაოდენობები კრემ-პასტასთან (ნაღებთან), რომელზეც ადგილობრივი ფერმერები წუხილს გამოთქვამენ? - გარკვეულწილად დიახ, წელს, ნაღების იმპორტი წინა წელთან შედარებით 6-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა პროდუქტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 8%-ია.   

იმპორტის ღირებულების მის ნრე რაოდენობაზე შეფარდებით, იმპორტირებული რძის პროდუქტის ფასების საერთო დონეს ვაკვირდებით. ნათელია რომ იმპორტის ფასი იზრდება იზრდება როგორც ლარში, ისე დოლარში, თუმცა ზრდა ლარებში ბევრად სწრაფია, რაც დროთა განმავლობაში გაუარესებული გაცვლითი კურსის დამსახურებაა.

საინტერესოა რომ ბოლო 2 თვეა იმპორტის ფასი (დოლარში) იკლებს. საერთაშორისო ბაზრებზე რძის პროდუქტი იაფდება, რაც გასაკვირი არ არის. მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, როცა მომხმარებლის მოთხოვნა სუსტდება, რძის პროდუქტის ფასებიც მცირდება ხოლმე. ველოდებით რომ იმპორტი უფრო მეტადაც გაიაფდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა რომ ბოლო კვირებში საერთაშორისო ბაზრებზე ფხვნილი დამატებით გაიაფდა, თუმცა ამ იაფ ფხვნილს ჯერ საქართველომდე არ მოუღწევია.

ფასების გლობალური შემცირების გარდა, იმპორტის მასტიმულირებლად კურსთაშორისი რისკიც დაზღვევაც მოგვევლინება. მთავრობა ფხვნილის იმპორტიორებს ასეთი რისკებისგან დაიცავს. მართალია რომ ეს ქმედება სასურსათო უსაფრთხოებისკენაა მიმართული, მაგრამ მან შესაძლოა ამ მომენტში საჭიროზე ბევრად მეტ ფხვნილამდე მიგვიყვანოს, რადგან ფხვნილის შენახვა დიდი ხნით შეიძლება.


მონაცემთა წყაროები:

  1. საგარეო ვაჭრობა - ფინანსთა სამინისტრო
  2. გაცვლითი კურსი - ეროვნული ბანკი

ნედლ რძეში კონვერტირებას ახდენს GeorgianDairy

251

 

მსგავსი