რძის პროდუქტების იმპორტი დასუსტებული რჩება, მაგრამ ეს ცუდის ნიშანია

 

იანვარში დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, იმპორტის რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება წინა წლის თებერვლის მაჩვენებელს. პირველი ორი თვის ჯამში, წელს 43%-ით უფრო ნაკლები რძის პროდუქტი შემოვიდა ქვეყანაში ვიდრე იმავე პერიოდში ერთი წლით ადრე. შემცირებული იმპორტის კომპენსირება ადგილობრივი მიწოდების ზრდით არ ხდება - იმპორტის რაოდენობების კლებას დასუსტებულ ქართულ ეკონომიკასა და რძის პროდუქტის საერთაშორისო გაძვირებას მივაწერთ.

2021 წლის თებერვალში თვიურმა იმპორტმა ნედლი რძის ექვივალენტში 10 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა 6 წლის თებერვლის საშუალოს 1-2 მლნ ლიტრით ჩამორჩება. განხილული თვისთვის იმპორტის რაოდენობა ასეთი დაბალი 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა.

იმპორტის მკვეთრი ვარდნა საყურადღებოა, რადგან ამ დანაკლისის შევსება არ ხდება ადგილობრივი მიწოდების ზრდით. შესაბამისად, ქართულ რძის ბაზარზე ეკონომიკური აქტივობა მცირდება, რაც ნაკლებ დასაქმებასა და ნაკლები შემოსავლის გენერირებას ნიშნავს.

აღნიშნული უარყოფითი ტენდენციის მთავარი მიზეზებია:

  • პანდემიასთან ბრძოლის ფონზე დასუსტებული მსყვიდელობითი უნარიანობა საქართველოში
  • გლობალურად გაძვირებული რძის პროდუქტი - რძის პროდუქტის იმპორტის ფასი აშშ დოლარებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბოლო პერიოდში
  • ლარის გაუფასურებული გაცვლითი კურსი - წინა წლის თებერვალთან შედარებით დოლარი ლართან მიმართებაში 16%-ით გამყარდა - იგივე რაოდენობის იგივე ფასით უცხოური პროდუქტის შეძენისთვის იმპორტიორს ახლა უფრო მეტი ლარი სჭირდება
  • სიფრთხილე იმპორტიორებში - თუ ეკონომიკა სწრაფად არ გაჯანსაღდა და ლარის გაუფასურება გაგრძელდა, იმპორტიორმა კომპანიებმა შესაძლოა დიდი ზარალი ნახონ. შესაბამისად მათ სიფრთხილისა და იმპორტისაგან თავშეკავების დიდი სტიმული აქვთ

გამოყენებული წყაროები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ექსპორტ-იმპორტის ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი: საშუალოთვიური გაცვლითი კურსი

69

 

მსგავსი

 

სოიოს შროტის ფასების საერთაშორისო კლება და მისი შესაძლო ეფექტი ქართულ ინტენსიურ ფერმებზე

 

დიდი ალბათობით პირუტყვის საკვები რაციონი მომდევნო თვეებში გაიაფებას დაიწყებს. სო...

ნედლი რძის ფასები საქართველოში – 2021-04-07

 

ნედლი რძის ფასები მაღალ დონეზე რჩებიან. სხვაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 III

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქცია რეკორდულად გაძვირდა. რძის პროდუქტი კვლა...