რძის პროდუქტების იმპორტი ირანიდან - 2020 წლის თებერვალი

 

ჩვენ ვაგრძელებთ ირანიდან რძის პროდუქტების იმპორტზე დაკვირვებას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში დიდი ცვლილებები არ ყოფილა: იანვართან შედარებით იმპორტის მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

იანვარში ირანული იმპორტის კლება თებერვალში აღარ გაგრძელდა, პირიქით მცირედი მატება დაფიქსირდა.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო (ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა)

ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი კვლავ „ნაღებია“, რომელიც დიდი ალბათობით ირანული რძე-პასტაა. მისმა იმპორტმაც თებერვალში 341 ათასი აშშ დოლარი და 919 ათასი ლიტრი შეადგინა (ნედლი რძის ექვივალენტში - ნრე).

ჩვენი შეფასებით, ირანული პასტით აღდგენილი რძე დაახლოებით 18-20%-ით უფრო იაფია ვიდრე საქართველოში იმპორტირებული რძის ფხვნილითა და კარაქით აღდგენილი რძე. მიუხედავად ფასში ამგვარი სხვაობისა, რძის ფხვნილის მასშტაბები ბევრად აღემატება ირანული პასტისას.

2019 წელს ირანული იმპორტის გააქტიურებიდან 2020 წლის მარტამდე ირანული პასტის იმპორტის:

  • მოცულობამ სულ 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
  • რაოდენობამ ნედლი რძის ექვივალენტში კი - დაახლოებით 5.2 მილიონი ლიტრი

იმავე პერიოდში, რძის ფხვნილის იმპორტი ყველა ქვეყნიდან ბევრად უფრო მასშტაბური იყო:

  • აშშ დოლარში - 14 მილიონი
  • ნედლი რძის ექვივალენტში - 62 მილიონი (ლიტრი)

 

 

308

 

მსგავსი

 

სცივა თუ არა ძროხას ზამთარში?

ძროხამ, როგორც ცხოველმა ევოლუ...

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...