რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი FDA-ს დასკვნას უახლოეს ხანში ელოდება

 

შპს რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი FDA-ს (Food and Drug Administration - ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) დასკვნას ელოდება. აღნიშნულ კომპანიას აშშ-ში ექსპორტზე ყველი შეაქვს, სწორედ ამიტომ ამ ქართულ საწარმოს სპეციალური ვიზიტით, შემოწმების მიზნით ამერიკელი სპეციალისტი სტუმრობდა. საწარმოში FDA-ს დასკვნას უახლოეს ხანში ელოდებიან, რა დროსაც გაირკვევა გახდება თუ არა „რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი“ პირველი რძის პროდუქტების საწარმო, რომელმაც ამერიკის მიერ აღიარება მოიპოვა.

„ხუთი ხარვეზი დაგვიდგინეს, საიდანაც ოთხი უკვე გამოვასწორეთ და ვმუშაობთ მეხუთე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მაქსიმუმ ორ კვირაში ველოდებით პასუხს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაშიც იქნება დასკვნა. იმედი გვაქვს, რომ დასკვნა კარგი იქნება და ამ შემთხვევაში, ჩვენი კომპანია გახდება პირველი, რომელმაც ამ სფეროში ასეთი დიდი აღიარება მოიპოვა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ცეზარ კახაძე. 

საწარმოს ისტორია

კომპანიის სახელი: შპს რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი, დაარსდა 2006 წელს

მდებარეობა: წალკა, სოფელი საყდრიონი; ხულო;

თანამშრომლების რაოდენობა: 11

ნედლი რძის შეგროვება: საწარმო ნედლ რძეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან აგროვებს, ესენია: ბერთა, ნარდევანი, აიაზმა, საყდრიონი. მცირე და საშუალო ფერმერებისგან ყოველდღიურად შეგროვებული  და გადამუშავებული რძის მოცულობა 2-3 ტონას შეადგენს.

რაც შეეხება სურსათის უვნებლობას, საწარმოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგილი აქვს.

115

 

მსგავსი

comments powered by Disqus