რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასები საქართველოში – GDPI ინდექსი – 2018 წლის ივნისი

 

GeorgianDairy-ს მიერ გამოქვეყნებული GDPI ინდექსის მიხედვით, ივნისის თვეში რძისა და რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასებმა ვარდნა გააგრძელა და შემცირებამ წინა თვესთან საშუალოდ 1.2% შეადგინა.

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ინდექსი 107.8-დან 106.5-მდე შემცირდა, თუმცა აღსანიშნავია რომ რძის პროდუქტის ფასი მაინც წინა წლებზე მაღალ დონეზე ნარჩუნდება, და მიმდინარე ვარდნა მხოლოდ სეზონური ხასიათისაა.

            GDPI-ს მიხედვით, 2018 წლის ივნისში რძის პროდუქტის საცალო ფასი 2017-ისას საშუალოდ 4.9%-ით, ხოლო 2016 წლისას კი საშუალოდ 13.6%-ით აღემატებოდა. აღსანიშნავია რომ საქსტატის მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 2.2% შეადგინა - ანუ ზოგადად ფასების დონე წინა წლის ივლისზე 2.2%-ით მაღალია, მაშინ როცა რძის პროდუქტის ფასი დაახლოებით 4.9%-ით აღემატება შარშანდელს.

            შემდეგი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რამ იმოქმედა GDPI-ს თვიურ 1.2%-იან შემცირებაზე:

როგორც ვხედავთ რძის პროდუქტის ფასის შემცირება (მაისთან შედარებით) ძირითადად რძისა და ყველის ფასის კლებამ განაპირობა, თუმცა აღსანიშნავია რომ ფასები შემცირდა როგორც კარაქზე, ისე რძემჟავა პროდუქტებზეც.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში დეტალურადაა ასახული საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების ფასების ცვლილებას გვიჩვენებს, როგორც წინა თვესთან (მაისთან), ისე წინა წლის იგივე თვესთან (2017 წლის ივნისთან):

მასალის გამოყენების პირობები

80

 

მსგავსი

 

საგარეო ვაჭრობა - კარაქი - 2018 წლის ივნისი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-07-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერ...

საგარეო ვაჭრობა - რძის ფხვნილი - 2018 წლის ივნისი

 

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 741 ათასი კილოგრამი რძის ფხვნილი შემოვიდა, რ...

 

comments powered by Disqus