რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასები საქართველოში – GDPI ინდექსი – 2018 წლის მაისი

GDPI ინდექსის მიხედვით, მაისში რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების საშუალო ცვლილება ნეგატიური გახლდათ.

მონაცემთა წყარო: საქსტატი

აპრილთან შედარებით (118.8), მაისში (115.7) GDPI ინდექსი 2.6%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები, საშუალოდ სწორედ 2.6%-ით დაეცა. როგორც გრაფიკზე ვხედავთ, სეზონური გაიაფების მიუხედავად, ფასები შარშანდელზე მაღალია. 

გასაკვირი არაა რომ ინფლაციის გამო ფასები წლიდან წლამდე გაიზარდოს, თუმცა საინტერესოა თუ როგორ იცვლება ფასები რძის პროდუქტებზე სხვა პროდუქტებთან შედარებით:

GDPI ინდექსის მიხედვით, 2018 წლის მაისში, რძის პროდუქტების ფასები შარშანდელს საშუალოდ 4.8%-ით აღემატებოდა, მაშინ როცა საქსტატის მიხედვით, ანალოგიური შედარება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე +1.8%-ს გვაძლევს.  

წლიურ ჭრილში, რძის პროდუქტები უფრო სწრაფად ძვირდება ვიდრე მთლიანად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი.

პირველი 5 თვის შეჯამებით, 2018 წელს, რძის პროდუქტი დაახლოებით 5.9%-ით უფრო ძვირი ღირს ვიდრე შარშან, რაც წლიური ინფლაციის საერთო დონეს დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. ჩვენი ვარაუდით მსგავსი მასშტაბის გაძვირება ადგილობრივი მოთხოვნის ზრდაზე მეტად ადგილობრივი მიწოდების შემცირებითა და კონკრეტულად კარაქზე საერთაშორისო ფასების სწრაფი ზრდით უნდა იყოს გამოწვეული.

            დავუბრუნდეთ თვიდან თვემდე, სეზონურ, გაიაფებას (-2.6%)

აღნიშნული გაიაფება უცხო სულაც არაა: გლეხის რძის, სულგუნისა და იმერული ყველების ფასების სეზონურობის გამო, რძის პროდუქტზე სამომხმარებლო ფასების ცვლილება ყოველი წლის პირველ ორ კვარტალში როგორც წესი უარყოფითია ხოლმე:

 

მონაცემთა წყარო: საქსტატი

გრაფიკზე ასახულია ფასების საშუალო ყოველთვიური ცვლილება რძის პროდუქტზე და სხვადასხვა ჯგუფის წვლილი აღნიშნულ ცვლილებაში (სვეტები). როგორც ვხედავთ 2.6%-იანი გაიაფების მთავარი მიზეზი რძისა და ყველის გაიაფებაა.

სამომხმარებლო ფასების დეტალური ცვლილებები     

შემდეგ ცხრილებში გაეცნობით ფასების ცვლილებას კონკრეტულ რძის პროდუქტებზე როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის ანალოგიურ თვესთან.

                        მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცხრილიდან ვიგებთ რომ აპრილთან შედარებით, ყველაზე მეტად სულგუნი გაიაფდა (-14.4%), ყველაზე მეტად კი პასტერიზებული რძე და არაჟანი გაძვირდა (+1.2%).

საინტერესოა როგორ შეიცვალა ფასები წინა წლის მაისთან შედარებით:

                        მონაცემთა წყარო: საქსტატი

წინა წელთან შედარებით ვიგებთ, რომ წლიდან-წლამდე გაძვირებულია ყველა პროდუქტი გარდა მაწვნის, სულგუნისა და მოუხდელი ყველისა. მაქსიმალური გაძვირება კარაქზე ფიქსირდება, +12%. 

მასალის გამოყენების პირობები

70

 

მსგავსი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 15-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნედლ რძეზე საბითუმო ფასები გაიზა...

რძის პროდუქტებზე საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 30-05-18

GeorgianDairy.org, საბითუმო ბაზარზე დაკვირვებასთან ერთა...

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 08-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის გან...

 

comments powered by Disqus