რძის პროდუქტების სასურსათო ბალანსი - ოფიციალური სტატისტიკა

 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება გაიზარდა. მოიმატა ადგილობრივმა წარმოებამაც, თუმცა იმპორტის ზრდის შედეგად საქართველოს რძით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაუარესდა. აღსანიშნავია რომ იმპორტი და მოხმარება ერთ სულზე წინა 12 წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება, ადგილობრივი წარმოება კი - არა.

2018 წელს:

  • რძის ადგილობრივი წარმოება 27 მილიონი კილოგრამით (5%-ით) გაიზარდა (და 555 მილიონ კილოგრამს მიაღწია)
  • იმპორტი ნედლი რძის ექვივალენტში 12 მილიონი კილოგრამით (+10%-ით) არის გაზრდილი (და ჯამში 133 მილიონ კილოგრამს უტოლდება); ექსპორტი არ შეცვლილა და კვლავ დაბალ დონეზე რჩება
  • რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე წელიწადში 10 კილოგრამით გაიზარდა და 178 კილოგრამამდე ავიდა

შედარებისთვის, უკრაინაში წლიური სულადობრივი მოხმარება 256 კგ-ს, თურქეთსა და რუსეთში კი შესაბამისად 262-სა და 215 კილოგრამს უდრიდა (2016 წლისთვის, წყარო: OECD-FAO სოფლის მეურნეობის მიმოხილვა 2016-2025). არსებულ პირობებში, საქართველოს წლიური 172 კილოგრამიდან 250-მდე ასასვლელად დამატებით 270 მილიონი კილოგრამი ნედლი რძის წარმოება დასჭირდებოდა.

  • ჯამში, საქართველოს რძის პროდუქტებზე მოთხოვნამ ნედლი რძის ექვივალენტში 704 მილიონი კილოგრამი შეადგინა

ქვეყანას ამ რაოდენობის ნედლი რძის საწარმოებლად დაახლოებით 95,000 მაღალპროდუქტიული ჯიშის მეწველი ძროხა დასჭირდებოდა - არსებული მეწველი ფურისა და ფურკამეჩის სულადობა კი 375,000-მდე სულს აღწევს

გასულ წელს ადგილობრივი წარმოების ზრდის მიუხედავად, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 82%-დან 81%-მდე გაუარესდა. მიზეზი ისაა რომ იმპორტი უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა ვიდრე ადგილობრივი წარმოება.

დროის უფრო ფართო დიაპაონზე რომ შევხედოთ სურათს, 2006-2017 წლების საშუალო მაჩვენებელს, 2018 წლის:

  • რძის წარმოება 5%-ით ჩამორჩება (მიუხედავად გასული წლის ზრდისა)
  • იმპორტი 72%-ით აღემატება
  • სულადობრივი მოხმარება 5%-ით აჭარბებს
  • მოსახლეობის რიცხოვნობა კი 1%-ით ჩამორჩა

შეიმჩნევა შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები:

  • რძის პროდუქტების იმპორტი ზედიზედ 7 წელია იზრდება, ადგილობრივი წარმოების ცალსახა ტრენდი კი არ არსებობს
  • შედეგად იკლებს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი
  • მთლიანი და სულადობრივი მოხმარება ბოლო 9 წელია მატულობს (ორი მცირე ჩავარდნის გამოკლებით)
  • თავად მოსახლეობის რიცხოვნობა კი ზრდადი ტენდენციით არ ხასიათდება, რაც აფერხებს ერთიანი მოთხოვნის ზრდას (მეტი ადამიანის გამოკვებას მეტი საკვები სჭირდება)

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რძისა და რძის პროდუქტების ბალანსი შემდეგნაირად გამოიყურება:

რესურსები და გამოყენება

მაჩვენებლები

2017

2018

რესურსები
(ათასი ტონა)

მარაგი წლის დასაწყისში

16

16

ადგილობრივი წარმოება

528

555

იმპორტი

121

133

სულ რესურსები

665

704

გამოყენება
(ათასი ტონა)

პირუტყვის საკვებად

11

12

სასურსათო მოხმარება

627

663

დანაკარგები

7

8

ექსპორტი

4

4

მარაგი წლის ბოლოს

16

17

მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით)

665

704

მოხმარება ერთ სულზე

მოსახლეობა, ათასი კაცი

3730

3723

კგ. წელიწადში

168

178

გრ. დღეში

461

488

კკალ. დღეში

279

295

პროტეინი, გრ. დღეში

15.2

16.1

ცხიმები, გრ. დღეში

15.2

16.1

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, %

82

81

წყარო: საქსტატი

თავად ფაილის გადმოსაწერად გადადით ბმულზე და იხილეთ გვერდი "რძე და რძის პროდუქტები".

219

 

მსგავსი

 

კონფერენცია „მერძეული და მეხორცული ჯიშების ექსპო“

ხვალ, 21 ნოემბერს თბილისში გაიმართება კონფერენცია  სახელწოდებით „მერძეული და...

როგორი იქნება ფასები საკვებზე ახალ მარკეტინგულ წელიწადში?

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) „სოფლი...

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

საქართველოს მერძევეობის ასოციაციას, რომელიც ინტენსიური...