რძის პროდუქტებზე საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 30-05-18

GeorgianDairy.org, საბითუმო ბაზარზე დაკვირვებასთან ერთად, აკვირდება სამომხმარებლო ფასებსაც. ჩვენს მიერ ჩატარებული საცალო ფასების მონიტორინგი ეხება სამი ტიპის რძის პროდუქტს: რძეს (≈ 1 ლიტრი, 2.5%), მაწონს (400 გრამი, 3.2%) და კარაქსა და სპრედს (200 გრამი); და შემდეგ ბრენდებს: სანტე, სანტინო, სოფლის ნობათი, მილკო და პრეზიდენტი. მონიტორინგი ხორციელდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მაღაზიებში, ყიველთვიურად. მონიტორინგი მაქსიმალურად ცდილობს გამოყოს ფასდაკლებები ჩვეულებრივი ფასებისგან.

მომდევნო გრაფიკებზე გთავაზობთ რძის პროდუქტებზე საცალო ფასების მონიტორინგის შედეგებს პროდუქტების მიხედვით. მოცემული პროდუქტებისთვის, გრაფიკებზე ასახულია შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია:

            დაბალი ფასები

  • მინიმუმი - დაფიქსირებული მინიმალური ფასი
  • ქვედა კვანტილი - ფასი, რომლის ქვემოთაც მოქცეულია ფასების 25%

          საშუალო ფასები

  • საშუალო ფასი
  • მედიანური ფასი - ფასი, რომლის ქვემოთაც მოქცეულია ფასების 50%

            მაღალი ფასები

  • ზედა კვანტილი - ფასი, რომლის ქვემოთაც მოქცეულია ფასების 75%
  • მაქსიმუმი - მონიტორინგისას დაფიქსირებული მაქსიმალური ფასი

წყარო: GeorgianDairy.org; შენიშვნა[1]

            როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ყველაზე დაბალი ფასი სანტეს რძეზე დაფიქსირდა (2.8), ყველაზე მაღალი კი - მილკოზე (4.4). საინტერესოა რომ საშუალო ფასები სანტინოზე უფრო მაღალია ვიდრე სოფლის ნობათზე - ეტიკეტის მიხედვით ორივე პროდუქტი ნედლი რძის გამოყენებით არის დამზადებული და არა აღდგენილი რძით. აღსანიშნავია რომ ფასები სანტეზე, რომელიც აღდგენილი რძით მზადდება, ზოგადად არ ჩამოუვარდება სოფლის ნობათს, თუმცა სანტეს მინიმუმი (2.8) სოფლის ნობათის მინიმუმზე 40 თეთრით ნაკლებია.

წყარო: GeorgianDairy.org

            რაც შეეხება მაწონს, თვალშისაცემია რომ სანტინოს მაწონზე ფასები სხვებზე მაღალია ყველა სტატისტიკურ კატეგორიაში. მინიმალური ფასი მილკოზე დაფიქსირდა - 1.25 ლარი, მასთან ახლოსაა სანტეს მინიმუმი - 1.30 ლარი. საშუალო ფასები სანტეზე, მილკოსა და სოფლის ნობათზე, შეიძლება ითქვას რომ მსგავსია და 1.70-დან 1.80 ლარამდე მერყეობს.

წყარო: GeorgianDairy.org

             როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, პრეზიდენტი სანტინოზე ძვირი კარაქია და მისი ფასები (დაბალი, საშუალო და მაღალიც) სისტემატიურად მეტია სანტინოზე. სანტინოს კარაქის ფასი საშუალოდ 6.30-6.40 ლარის ფარლებში მერყეობს, პრეზიდენტისა კი დაახლოებით 7.20 ლარს უდრის. აღსანიშნავია რომ სანტეს სპრედი საშუალოდ 2.65 ლარი ღირს. კარაქსა და სპრედზე მნიშვნელოვანია ის გარეომება, რომ ზოგადად (და არა განხილულ პროდუქტებზე), როდესაც ეტიკეტის მიხედვით რთულია კარაქისა და სპრედის ერთმანეთისგან გარჩევა, მომხმარებელს უნდა ახსოვდეს რომ ნამდვილი კარაქი ბევრად ძვირი ღირს ვიდრე სპრედი.

მასალის გამოყენების პირობები

 

[1] 30-05-18-ისთვის, მილკოს რძეზე ფასების მცირე რაოდენობა მოგროვდა

51

 

მსგავსი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 15-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნედლ რძეზე საბითუმო ფასები გაიზა...

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 08-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის გან...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასები საქართველოში – GDPI ინდექსი – 2018 წლის მაისი

GDPI ინდექსის მიხედვით, მაისში რძის პროდუქტებზე სამომხმ...

 

comments powered by Disqus