რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი

 

 

 

 

 

2018 წლის 14 მარტს, თბილისში ჩატარდება რიგით მეორე საერთაშორისო რძის კონგრესი.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ფერმერები და დარგის სპეციალისტები როგორც საქართველოდან ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეთა შორის იქნებიან  ასევე სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის პოტენციური ინვესტორები.

კონგრესზე განხილული იქნება მერძევე ფერმერებისთვის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, გაიმართება დისკუსიები სექტორის წარმომადგენლებს შორის. კონგრესის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია სარძეო ფერმის მართვის საკითხებზე წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტებისგან, რომლებიც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოში.

აქცენტები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს მერძევეობის სექტორის 2017 წლის შეჯამება და მომავალი წლის პროგნოზი;
  • რძის მწირე ფერმებისთვის განვითარების გზები;
  • კოოპერაციის ეკონომიკური უპირატესობები;
  • რძის სექტორის საერთაშორისო ტექნოლოგიური პრაქტიკა ადაპტირებული საქართველოში.

კონგრესი ორგანიზებულია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

 

comments powered by Disqus